გორის “დილას” გულშემაკივრები “ლომკაცები 2011” სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებენ:
“სეზონის დასასრული.
მძიმე სეზონი გამოდგა, მაგრამ ერთად დგომით და შრომით ჩვენ ევროტურნირებზე ვითამაშებთ!!
მადლობა ბიჭებს ამ შედეგისთვის. დროა უფრო წინ წავიდეთ და არ დავკმაყოფილდეთ მესამე ადგილით ახალ სეზონში!
ასევე, დროა კონფერენს ლიგაზეც ვთქვათ ჩვენი სიტყვა და გავაგრძელოთ ის ტრადიცია, რაც დილას და ევროთასებს აკავშირებდა წლების წინ!
მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად, მთელი წელი ტრიბუნაზე იდგა და მხარს უჭერდა საკუთარი ქალაქის გუნდს. ერთად უფრო მეტად განვავითარებთ ამ კულტურას ჩვენს ქალაქში!
#ჩვენლომკაცებივართ ✊🔴🔵🦁
შეგახსენებთ რომ დღეს “დილამ”_”სამგურალს” უმასპინძლა და 3_0 დაამარცხა.