აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში ამერიკის ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის დროსაც რუსეთი სხვა ქვეყანაში არ შეჭრილა.
„ბუშის დროს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ობამას დროს რუსეთმა ყირიმი წაიღო, ბაიდენის დროს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. 21-ე საუკუნეში აშშ-ის ერთადერთი პრეზიდენტი ვარ, რომლის დროსაც რუსეთი სხვა ქვეყანაში არ შეჭრილა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.