LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ერთადერთი „კურტკა“ გავრეცხე და სველს ვერ ვიცმევო, ფეხები კი ჩინურ დახეულ ჩუსტებში წაეყო – წითელპალტოიანი ბებოს საოცარი ისტორია

დაპოსტა 2020/11/25-ში
319
ნახვა
გაზიარება
მოქალაქე თიკო კვალიაშვილი, თბილისში, ერთ-ერთ ავტობუსში მომხდარ ფაქტს ყვება, თუ როგორ დაეხმარა, ქურთუკის გარეშე დარჩენილ მოხუს, რომელსაც ფეხზე ჩუსტები ეცვა. თიკო კვალიაშილის მუხის საკონტაქტო ინფორმაციასაც ეძებეს:
„დღეს ავტობუსში რომ ვიჯექი ვიღაც გაძვალტყავებული ბებო ამოვიდა, რომელსაც ძალიან თხლად ეცვა და ფეხები ჩინურ დახეულ ჩუსტებში წაეყო. ჰოდა მძღოლის შენიშვნაზე რატომ გაცვია ასე თხლადო სახლში შუქი არ მაქვს, აბანოში ვიყავი, ერთადერთი „კურტკა“ გავრეცხე და სველს ვერ ვიცმევო. სახეზე გადამივიდა ალმური, გავშრი და თითები თავისით წავიდა ღილებისკენ, თან მრცხვენოდა, მრცხვენოდა ჩემი ამ ქმედების საჯაროდ გამოხატვა… წინ მჯდომმა ბიჭმა ღელვა და წრიალი შემატყო და გაოცებულმა გადმომხედა რამდენჯერმე. მეშინოდა შეურაცხყოფად არ მიეღო ჩემი ეს ნაბიჯი, რის გადადგმასაც ვაპირებდი. არ ვიცი რა ძალამ გამახდევინა ჩემი თბილი წითელი შალის პალტო და ჩამაცმევინა იმ ქალისთვის. თვალები სიხარულით გაუფართოვდა და ტუჩებთან გაჩენილი ნაოჭები ბედნიერმა ღიმილმა წამიერად გაუქრო. მლოცა და მლოცა, აღმოჩნდა, რომ 13 ივნისის წყალდიდობამ შვილი დაუკარგა უგზო-უკვლოდ, ყოველმხრივ საცოდავი იყო, დავბრუნდი ჩემს სკამზე აწითლებული სახით და ყურებში „ნაუშნიკები“ გავირჭე, რომ დავმალვოდი გაოცებული მგზავრების თვალებს. იღიმოდა მძღოლი, იღიმოდა ის ბიჭიც წინ რომ მეჯდა… ჩასვლის წინ მძღოლმა კარგი გოგო ხარო მომაძახა. მოვასწარი და მივწერე სმსით ეს ყველაფერი ერთ-ერთ მეგობარს, რომელსაც დეპრესია აქვს, თან ძალიან სერიოზული, რომელსაც ამ შემთხვევამდე დავემშვიდობე: ვიცი, რომ სიგიჟეა რასაც ეხლა მოგიყვები, მაგრამ დამიჯერე მარტო ასეთი რაღაცებისთვის ღირს სიცოცხლე თქო. მომწერა გაგისაჯაროებო, მაგრამ დავასწარი)). ნოემბრის ამ ცივ და გაყინულ ღამეს დამიჯერეთ ყველაზე გამთბარი მე ვბრუნდებოდი სახლში. გამთბარი რაღაც უხილავი კმაყოფილების შეგრძნებით და აინუნშიც არ ვაგდებდი გაოცებული ხალხის მზერას, რომლებიც თბილ სამოსში ჩაფუთნულნი მიყურებდნენ ეს შიშველი გადარეული სეზონის გიჟი ვინააო))
ჰოდა ეხლა ვნანობ, რომ კოორდინატები ვერ გამოვართვი ბებოს.. ვიცი, რომ მუხიანში ცხოვრობს. ჰოდა ვინმემ თუ შენიშნეთ ხასხასა წითელპალტოიანი ძალიან გამხდარი და ასაკიანი მოხუცი გთხოვთ მისი კონტაქტები მომაწოდეთ. დამიჯერეთ არავის არ ეცმევა ასე..
არ დამიწყოთ ეხლა თავს იპიარებ და რაღაცები. უბრალოდ წლებია ასეთი ბედნიერი და კმაყოფილი არასდროს ვყოფილვარ.“ – წერს თიკო კვალიაშვილი ფესიბუკზე.
გაზიარება128

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ამერიკელი არქიტექტორები იმყოფებოდნენ

იანვარი 13, 2026
214
მთავარი

  ,,როგორც ცნობილია, ქუთაისში მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტის სასახლე. არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ „დემარკმა“ პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო ორგანიზაცია  Gensler,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს ღამის 12 საათზე უნდა წაიკითხოთ

იანვარი 13, 2026
13k
მთავარი

13 იანვარს ძველით ახალი წელი აღინიშნება და სტუმრებს ყოველთვის ეპატიჟებიან. ამ დღეს დიდ ყურედღებას აქცევენ მეკვლეობას. ვინ შევა პირველი სახლის ზღუბრლზე. როგორ დალოცავს ოჯახს და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენვე წარმოვთქვათ...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

იანვარი 13, 2026
228
მთავარი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (ახალციხე-ვალე), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება...

დაწვრილებითDetails

სურსათზე მსოფლიო ფასები 4.3%-ით გაიზარდა – FAO

იანვარი 13, 2026
47
მთავარი

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) მონაცემებით, 2025 წელს სურსათზე გლობალური ფასები 4.3%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 0.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ FAO-ს ყოველთვიურ ანგარიშში წერია. კერძოდ, FAO-ს სასურსათო...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი, მხნედ არის – მის მიმართ მოპყრობა ნორმალურია, ისეთი, როგორიც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულთან მიმართებით – ადვოკატი

იანვარი 13, 2026
95
მთავარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი თავს მხნედ გრძნობს და მის მიმართ დამოკიდებულება არის ნორმალური. როგორც ადვოკატმა რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

იანვარი 13, 2026
174
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული ალეკო ელისაშვილი. მის საქმეზე საგამოძიებო ვადა...

დაწვრილებითDetails

9 თვის მონაცემებით საქართველოში ავარიების შედეგად 345 ადამიანი დაიღუპა

იანვარი 13, 2026
52
მთავარი

საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა კვლავ საგანგაშო სურათს აჩვენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2025 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში, ქვეყანაში 4 480 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად 345...

დაწვრილებითDetails

დასტურდება, რომ ქართველია აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი

იანვარი 13, 2026
258
მთავარი

ატლანტის ოკეანეში აშშ-ის მიერ 7 იანვარს დაკავებულ ტანკერ BELLA 1-ის ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძეა - მეზღვაური ბათუმიდან. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მეზღვაურებმაც დაუდასტურეს. სავარაუდოდ, ტანკერზე კიდევ 5 ქართველია.  აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის – ლაშა ბერეკაშვილი

იანვარი 13, 2026
137
ეკონომიკა

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის - ამის შესახებ "ახალგაზრდა გიდები ასოციაცის" ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. „რატომ გამოვიდა ავიაკომპანია ვენიდან? - ეს არის მაღალი სატარიფო პოლიტიკა,...

დაწვრილებითDetails

Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები გააუქმა

იანვარი 13, 2026
101
მთავარი

Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები სრულად გააუქმა. უკვე რამდენიმე დღეა, მომხმარებლები უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ვებგვერდზე აღნიშნული მარშრუტის ბილეთებს ვეღარ ყიდულობენ. კომპანიის ელექტრონული სისტემა ვიზიტორებს ალტერნატიულ მიმართულებად ბრატისლავას...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».