LIVE TV
სამშაბათი, აგვისტო 16, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

ენგურის სანაპირო თევზით გაივსო – რა გამოიწვია „ენგურჰესიდან“ წყლის გაშვებამ

დაპოსტა 2021/02/06-ში
გაზიარება

მდინარე ენგურის ნაპირებს დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახეობისა და ზომის თევზი მიაწყდა, რომელსაც მოსახლეობა ორი დღის განმავლობაში იჭერდა. როგორც ადგილობრივი გამოცემა „ათინათი“ წერს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც 20 იანვარს „ენგურჰესი“ სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერდა და წყალსაცავიდან წლების განმავლობაში დაგუბებული წყალი გაუშვეს.

ზამთრის ერთ დღეს ენგურისპირა სოფლების მცხოვრებლებს მდინარეში უჩვეულო სურათი დახვდათ. მდინარის სანაპირო უთვალავი, სხვადასხვა სახეობისა და ზომის თევზით გაივსო. ადგილობრივები ორი დღის განმავლობაში იოლად იჭერდნენ ნაპირზე გამორიყულ თევზს, ასობით კილოგრამი მოგროვდა. ზოგმა შინ წაიღო, ზოგმა გაყიდა კიდეც, სოციალური ქსელი კი უზარმაზარი თევზების ფოტოებმა მოიცვა. იმ დროს ამ უჩვეულო მოვლენის მიზეზებსა და შედეგებზე არავის უფიქრია.

“წყალმა გამორიყა სანაპიროსკენ ძალიან ბევრი თევზი. აქაურებიც, ქალაქიდან ჩამოსულებიც, ყველა იჭერდა. არანაირი სპეციალური ხელსაწყო არ იყო საჭირო რომ გეთევზავა. თქვეს, რომ წყალი გაუშვეს ჰესის სარემონტო სამუშაოები რომ დაიწყო და წამოვიდა დაბინძურებული წყალი, თევზი არ ჩერდებოდა ასეთ წყალში და გამოდიოდა ნაპირზე. ასე იჭერდა ყველა ვისაც სურვილი ჰქონდა. ვიღაცებმა გაყიდეს კიდევაც”, – გვიყვებიან ადგილობრივები.

გასულ კვირას, როდესაც ენგურჰესი სარემონტო სამუშაოებისთვის გაჩერდა და თაღოვან კაშხალთან დაგუბებული წყლის დაცლა დაიწყეს, წყალსაცავის ფსკერზე დაგროვებული დანალექით დაბინძურებულმა წყალმა თევზი გამოდევნა. ზუგდიდის მოყვარულ მეთევზეთა ჯგუფის წევრი, როინ შენგელია, პირველი იყო, ვინც მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. როინი ენგურის ეკოსისტემისთვის მიყენებულ ზიანზე საუბრობს და წუხს, რომ ენგურის ბინადარი იშვიათი სახეობის თევზები შესაძლოა სრულად განადგურდნენ.

“ეს გამოიწვია ენგურის თაღოვანი კაშხლიდან დაცლილი ბლანტი მასის წამოსვლამ, წყალს ვერ ვუწოდებდით ამას, ეს იყო წლობით დალექილი შლამი. წამოვიდა ეს ყველაფერი ერთბაშად, თევზებს ლაყუჩები დაეხშოთ, ჟანგბადის ცირკულირება არ ხდებოდა. სიღრმეებში მყოფი თევზი ფაქტობრივად გახდა იძულებული, წამოსულიყო წყლის ზედა ფენებისკენ, გაეცურა ნაპირისკენ, ეძებდა სუფთა წყალს. ჩემი შეხედულებით, შეიძლებოდა ეტაპობრივად გამოეშვათ ეს მასა და ასეთი ზიანი არ მიეყენებინა გარემოსთვის”, – ამბობს როინ შენგელია.

ის მიიჩნევს, რომ თევზების განადგურებაში თავისი “წვლილი” მოსახლეობამაც შეიტანა.  მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივებს თევზის მოპოვების პროცესში აკრძალული მოწყობილობები არ გამოუყენებიათ, როინ შენგელიას აზრით, თევზების ასე დახოცვა მორალურად გაუმართლებელი იყო.

“აქ უკვე ადგილობრივების მიერ მოხდა მასიურად იმ თევზის ამოღება, რომლის გადარჩენაც ალბათ ჯერ კიდევ იყო შესაძლებელი. იქნებ ამ თევზს სუფთა წყალი მოეძებნა, ან სხვა მდინარეში გადასულიყო, მაგრამ მოსახლეობაც ცოტა არ იყოს გულგრილად მიუდგა ამ საქმეს. ტერმინი შეიძლება ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ, ფაქტობრივად, უნებლიე ეკოციდთან გვაქვს საქმე, ზიანი მიადგა გარემოს, იქტიოფაუნას, შესაძლოა ფლორასაც… ზარალს ჩვენ ვერ ვამტკიცებთ და ვერ დავითვლით, მაგრამ ყველაფერი სახეზეა. ვისაც გული შესტკივა ბუნებაზე და წვლილი მიუძღვის გარემოს დაცვაში ალბათ ყველას ენანება ეს სიტუაცია”, – გვითხრა მან.

მისივე თქმით, ლოქოს, კობრის, ქაშაყისა და სქელშუბლას გარდა ენგურში ისეთი იშვიათი სახეობებიც ნადგურდება, როგორიცაა კუდმერცხალა, რომელიც ენგურის შედარებით ახალი ბინადარია და მდინარის წყალს საკმაოდ კარგადაც შეეგუა.

“ენგურის ბინადარი იშვიათი ჯიშის თევზები, შეიძლება ითქვას, რომ გაწყდა. თუ წლების წინ ენგურს ჰყავდა ფარგა, ახლა აღარ არის, უკვე აღარ ბინადრობს. ასევე კაპარჭინა, რწამიც, ე.წ ჭერეხი. ანუ ეს თევზები ამოწყდა, ახლა უკვე სხვა თევზების ჯერი დადგება, თუ ასე გაგრძელდა.​ ახლა შედარებით ახალი იყო კუდმერცხალა, იგივე მორევის ნაფოტა, რომელსაც ბევრი ვერც ცნობს, ერევათ ხან ჭერეხში, რომელიც მართლა აღარ ბინადრობს ენგურში, ზოგიც ქაშაყს ამგვანებს”, – ამბობს ის.

როინ შენგელია მიიჩნევს, რომ თუ ენგურში ვინმემ ლიფსიტები არ გაუშვა, მდინარის ეკოსისტემის ბუნებრივ აღდგენას 5-დან 10 წლამდე დასჭირდება.

“საქმე გვაქვს გულგრილობასთან, არ ვიცი სპეციალისტების მხრიდან, ვინც არ გაითვალისწინა ეს ფაქტორი. თუ შეიძლებოდა ამის აცილება, უნდა გაკეთებულიყო მაქსიმუმი. თუმცა იყო გამოხმაურება, სპეციალისტებმა აგვიხსნეს, რომ არ შეიძლებოდა სხვაგვარად, თურმე ერთბაშად უნდა ჩაერეცხათ ეს მასა და ამან გამოიწვია. მე ვერ გამოვდგები იმის მსაჯულად, რომ ვიღაცა არის ამაში დამნაშავე, უბრალოდ ვისაც ხელეწიფება გარემოს დაცვას, სამინისტროს, ყველა ჩინოსნებს და მესვეურებს, შემდგომშიც რომ არ განმეორდეს მსგავსი რამ, დავიზღვიოთ თავი, გავაკეთოთ რაც შეიძლება კარგად, ნორმალურად. კარგია ენგურჰესის რემონტი, მაგრამ ასეთი სურათი მივიღეთ”, – წუხს როინ შენგელია.

ენგურჰესის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ თაღოვანი კაშხლიდან წყლის დაღვრის რეჟიმი დადგენილი წესებით რეგულირდება და ეს დოკუმენტაცია ენგურჰესის ექსპლუატაციაში გაშვების დღიდან მოქმედებს. მათივე განმარტებით, მდინარეზე ჩატარებული სხვადასხვა კვლევის შედეგად დადგენილია, რომ წყალში შეწონილი ნაწილაკების კრიტიკული ზღვარი 2450  მგ/ლ-ს შეადგენს, თუმცა ენგურჰესის თაღოვანი კაშხლიდან წყალგაშვების არც პირველ დღეს და არც მომდევნო პერიოდში, შეწონილი ნაწილაკების შემცველობა 1000 მგ/ლ-ს არ გასცდენია. ამ ეტაპისთვის წყალში შეწონილი ნაწილაკების შემცველობა კიდევ უფრო შემცირებულია და სხვადასხვა ლოკაციაზე 120-დან 700 მგ/ლ-მდე მერყეობს.

რაც შეეხება იქტიოფაუნაზე მავნე ზემოქმედებას, ენგურჰესში ამბობენ, რომ ამჟამინდელმა წყლის გაშვებამ, რასაც თავისთავად მოჰყვა წყლის შედარებითი ამღვრევა, მდინარის ბინადართა გარკვეული “აფორიაქება” გამოიწვია.

“ჩვეული გარემოს შეცვლამ განაპირობა არა თევზების დახოცვა, როგორც ამას ზოგიერთი ამტკიცებს, არამედ თევზის ნაპირთან მოახლოება. თუმცა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მოსახლეობამ აღნიშნული გარემოებით ისარგებლა და სხვადასხვა ლოკაციაზე მასობრივი თევზჭერა დაიწყო. თუ დავაკვირდებით გავრცელებულ ფოტოებს, ვნახავთ, რომ ნაპირთან მოახლოებული თევზის მოპოვების მიზნით გამოყენებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო იარაღები. კერძოდ, ნაჯახი და წალდი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ მომხდარიყო მათი უკანონო მოპოვება, მდინარეში წყლის ჩვეული რეჟიმის დაბრუნების შემდეგ, თევზებიც ბინადრობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდნენ”, – აცხადებენ ენგურჰესში.

კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა მომხდარის თავიდან აცილება და რა სტანდარტებით იხელმძღვანელეს ჰესის სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად, მათ შორის, კაშხლის დაცლისას, გვპასუხობენ, რომ წყლის ამღვრევასა და ლამის ჩაშვებას ტექნიკურად თავიდან ვერ აიცილებდნენ.

“ეს პროცესი წყალგაშვებას ნებისმიერ სეზონზე მუდმივად თან ახლავს და ჰესის ექსპლუატაციის თანმდევი პროცესია. თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შეწონილი ნაწილაკების შემცველობა წყალში დადგენილ ზღვარს არ გასცდენია და არც მომავალში არ გასცდება. აღნიშნული მიმართულებით ქვედა ბიეფის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვახორციელებთ. შესაბამისად, ამის მტკიცებულება და მასალებიც მოგვეპოვება”, – ამბობენ ჰესის ადმინისტრაციაში.

მათივე ინფორმაციით, ენგურჰესი მუშაობს მდინარის ბიომრავალფეროვნების შესწავლაზე, მათ დაცვასა და მომრავლებაზე. ამისათვის დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება. მაგალითად, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, მდინარე ენგურის ქვედა ბიეფში ბიომრავალფეროვნების დეტალური კვლევა. კვლევის შედეგებიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე კი  მდინარეში ბიომრავალფეროვნების საკონსერვაციო სამუშაოები და თევზსავალი გზების მოწყობა.

“ენგურჰესმა გასულ წელს მიიღო ISO 14001 გარემოსდაცვის საერთაშორისო სერტიფიკატი, რითაც აღიარებულია, რომ ეს არის კომპანია, რომელიც გარემოზე ზრუნავს. ამასთანავე, ამ საერთაშორისო აღიარებით ჩვენ გვაქვს გარემოზე ზრუნვის ვალდებულება და აღნიშნული მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ”, – გვითხრეს ადმინისტრაციაში.

სამინისტროს  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით ბრალეულობის ამსახველი ფაქტების არქონის გამო, სამართლებრივი რეაგირების საფუძველი არ აქვთ.

“შეტყობინება რომ გვქონოდა ან უშუალოდ ფაქტი, ახლა რომ მივიდეთ და ეს რაღაცები ვარკვიოთ… ვინაიდან ოქმს ვერ ვადგენთ, თუ მტკიცებულებები არ წარვადგინეთ სასამართლოში, ამ წუთში კი არაფერი არ გვაქვს, რის საფუძველზეც ვიტყვით რომ რაიმე კანონდარღვევა მოხდა. ჩვენთან რაც არის და რაც მოვიძიეთ, არის ფოტოები, სადაც უბრალოდ თევზაობენ. სამოყვარულო თევზჭერა დაშვებული არის ყველგან, სამართალდარღვევის ამსახველი ან უშუალოდ ბრალეულობის ან მსგავსი არაფერი არ გვაქვს, ან მასალა, რომ მივმართოთ სასამართლოს. სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვს. თუ გამოიკვეთება რამე, აუცილებლად შეგატყობინებთ”, – გვაპსუხობენ დეპარტამენტის პრესსამსახურში.

ადგილობრივი მოსახლეობისა და ყველა შესაბამისი უწყების გაფრთხილების საჭიროებაზე საუბრობს “მწვანე ალტერნატივა”. ორგანიზაციის წარმომადგენელი,  ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოების დაწყებამდე, შესაძლო რისკების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანი იყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარება, რაც თავის მხრივ, შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრასაც მოიცავს.

“საჭირო რამ კი იყო რეაბილიტაცია, მაგრამ როგორც წესი არის გარემოზე ძლიერი ზემოქმედება და ვფიქრობ, ასეთი საქმიანობა უნდა საჭიროებდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებას. თუ არ საჭიროებს – ეს კანონმდებლობის ხარვეზია. სწორედ ეს შეფასება განსაზღვრავს შემარბილებელ ღონისძიებებს, მათ შორის ადგილობრივი მოსახლეობისა და შესაბამისი უწყებების გაფრთხილებას. თავისთავად ცხადი იყო, რომ ასეთი რამ მოხდებოდა და თუ სამინისტროს გარემოს ზედამხედველობამ არ იცოდა, რომ ეს უნდა მომხდარიყო, ეს მათ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. რას ნიშნავს ზარი არ შემოსულა? სოციალური ქსელით ხომ გავრცელდა და ესეც ზარია, რომელმაც შეატყობინა. ჩანს, რომ ისინი უბრალოდ სირაქლემას პოზიციაში არიან და თავიდან ირიდებენ პასუხისმგებლობას. წინასწარი სამუშაოები უნდა ყოფილიყო აუცილებლად ჩატარებული… უნდა მომხდარიყო მაქსიმალურად ნელა დაცლა ამ წყალსაცავის და არა ზალპურად”, – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ენგურის ეკოსისტემა აღდგენას დაიწყებს, თუმცა ზიანი იმდენად დიდი იქნება, რომ ამას წლები დასჭირდება.

radioatinati.ge

გაზიარება3291

დაკავშირებული -პოსტები

დედის მკვლელობაში ბრალდებულისა და მისი მეგობრის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

აგვისტო 16, 2022
30
მთავარი

დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. შემდეგი სასამართლო სხდომა, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულებს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. ადვოკატების ინფორმაციით, დედის...

დაწვრილებით

“როგორი მწარე ტკივილი ხართ, ნეტავ იცოდეთ”

აგვისტო 16, 2022
44
მთავარი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 21 წლის ლუკა ჯაბნიძე გარდაიცვალა. ავარია 26 ივლისს თოდოგაურში მოხდა. ლუკა კი ამ დრომდე საავადმყოფოში სიცოცხლისთვის იბრძოდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, ცემენტმზიდს შეეჯახა. ბათუმელი...

დაწვრილებით

მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში – ნელა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

აგვისტო 16, 2022
74
მთავარი

ყოფილა შემთხვევა, კონფლიქტის შემდეგ საწოლზე წამოვწოლილვარ, ნიკოლოზს გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და...

დაწვრილებით

მატარებელი სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა

აგვისტო 16, 2022
864
მთავარი

ბათუმის პორტში სატვირთო მატარებელი სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შეჯახების შედეგად იქვე მდგომი რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.

დაწვრილებით

თაღლითობა ინტერნეტში – როგორია ახალი სქემა

აგვისტო 16, 2022
30
მთავარი

საქართველოში ინტერნეტთაღლითობა კვლავ გამოწვევად რჩება. თაღლითები ადამიანთა დიდი ჯგუფების შეცდომაში შესაყვანად ქმნიან ახალ სქემებს, რომელთა ამოცნობაც სულ უფრო რთულდება. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქემა არის ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმის Mymarket.ge-ის...

დაწვრილებით

ხვიჩა კვარაცხელიას ქართველი მესი უწოდეს

აგვისტო 16, 2022
20
მთავარი

ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლიტანური გუნდის ახალ ძლიერ თავდამსხმელად აღიარა და იტალიური მედია მას ქართველ მესის უწოდებს.   წარმატებული დებიუტი იტალიის სერია "A-ში" - ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონას" წინააღმდეგ 68 წუთი ითამაშა,...

დაწვრილებით

რამდენ ადამიანს დაუდასტურა კოვიდი საქართველოში

აგვისტო 16, 2022
33
მთავარი

7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ვირუსისგან...

დაწვრილებით

კვარაცხელიას ჟესტი გოლის გატანის შემდეგ – ნახეთ რას ნიშნავს

აგვისტო 16, 2022
23
მთავარი

ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო გუშინ კიდევ ერთხელ აალაპარაკა. სერია „ა“-ში კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა – იტალიის ჩემპიონატის პირველივე ტურში „ნაპოლის“ ახალწვეულმა „ვერონასთან“ გასვლაზე მოგებულ (5:2) მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე...

დაწვრილებით

„გული გაჩერდა“ – გარდაცვლილი მოცეკვავის მეუღლის ემოციური პოსტი

აგვისტო 16, 2022
46
მთავარი

ცოტა ხნის წინ „სუხიშვილების“ ფეისბუკ-გვერდზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ანსამბლის სოლისტი, იაკობ მეტრეველი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. მისი მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „გული გაჩერდა“, - წერს მანჩო ბარჯაძე და...

დაწვრილებით

ნეაპოლში კიდევ აცხობენ პიცას? ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო – გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შემდეგ

აგვისტო 16, 2022
35
მთავარი

სერია „ა“-ში ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში „ნაპოლის“„ვერონასთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა.   ქართველმა ფეხბურთელმა „ვერონას“ ანგარიში გაუთანაბრა, მისი თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში 1-1...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

რა სიმპტომები აქვს და როგორ ამოვიცნოთ ახალი კორონავირუსი

თებერვალი 25, 2020
1.2k
მთავარი

საქართველოში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა დაიკლებს

ნოემბერი 16, 2020
336
მთავარი

ახლა კომპრომისის დროა და კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი არის ძლიერების გამოვლინება – კრისტიან დანიელსონი საქართველოშია

მარტი 28, 2021
200





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!