გოგონა, რომელმაც ესპანეთში მცხოვრები ქართველები მოხუცების ძარცვაში ამხილა, სამშობლოში გარდაცვლილი ჩამოასვენეს.
ემსხვერპლა თუ არა 27 წლის ქართველი ემიგრანტი, ნაზი მეზვრიშვილი ქართველი კრიმინალების მაფიას ევროპაში.
“მუცელში ჯერ არდაბადებული ბავშვი როგორ ჩაკლეს…შვილი მომიკლეს, ფეხმძიმე შვილი,” – ამბობს გოგონას დედა.
გოგო, რომელმაც გამოიძია, სად მალავდნენ იარაღს ესპანეთში მცხოვრები ქართველი არალეგალები, მოულოდნელად ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს.
იგი 7 თვის ორსული იყო. გოგონას ოჯახი სამართალს ეძებს, თუმცა როგორც ამბობენ, ყველა უწყებამ მათ კარი მიუხურა.
ნოდარ მელაძის გადაცემაში, გაჟღერდა სიკვდილის წინ ჩაწერილი აუდიოჩანაწერები, რომელშიც მსხვერპლი ყვება რა კრიმინალურ საქმეებში არიან გახლართული ქართველი ემიგრანტები, მიუხედავად ამისა, საქმე დღემდე გამოუძიებელი რჩება.