მამა დოროთე ყურაშვილი აცხადებს, რომ არცერთ სასულიერო პირს არ აქვს უფლება, მრევლს ვაქცინაცია აუკრძალოს და მათ არა კონკრეტული მღვდლის, არამედ სინოდის განჩინებით უნდა იხელმძღვანელონ.
მისი თქმით, ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას იღებს ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ არ გაიკეთოთ, რადგან ათასები კვდებიან.
“ჩემი მოწოდება არ არის ეკლესიის მოწოდება და არც რომელიმე მღვდლის მოწოდება არ არის ეკლესიის მოწოდება. ჩვენ ყველაზე მეტად უნდა ვენდობოდეთ არა მე [მღვდელს] ან ვიღაცას, არამედ იმას, რაც თქვა სინოდმა. სინოდმა განაცხადა, ვისაც სურვილი აქვს ეს გაიკეთოს და არცერთ მღვდელს არ აქვს უფლება, რომ ვინმეს აუკრძალოს ვაქცინის გაკეთება და უთხრას, რომ ეს არის სატანის რაღაც. ამის უფლება მღვდელს არ აქვს, იმიტომ, რომ სინოდმა თქვა, არ უნდა იყოს დევნის ობიექტი, ვინც გაიკეთებს და არც ის, ვინც არ გაიკეთებს.
აქედან გამომდინარე, ეკლესია არის სინოდი და არა რომელიმე მღვდელი, ამიტომ თქვენც არ მიაქციოთ დიდი ყურადღება, ნუ გაარეკლამებთ იმ ადამიანებს, ვინც ანტივაქსერია. ძალიან მძიმე პასუხისმგებლობას იღებს ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ არ გაიკეთოთ, რადგან ათასები კვდებიან. ძალიან მძიმეა ეს და მე ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ და ადამიანს ამას ვერ ვეტყვი,“ – განაცხადა მამა დოროთემ “TV პირველის” ეთერში.