საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას STOP COVID აპლიკაციით სარგებლობისკენ მოუწოდებს.
როგორც ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ადამიანურ რესურსებთან ერთად, თანამედროვე ტექნოლოგიებიც უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის დროული იდენტიფიცირება და ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტა.
„ზაფხულის თვეებში შევიძინეთ ავსტრიული აპლიკაცია, რომელიც ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა კორეაში და სინგაპურში. მათი წარმატება იყო ძალიან მნიშნველოვანი, დღეს ევროპის არაერთი ქვეყანა გამოიყენებს ამ აპლიკაციას. ადამიანური რესურსი არ არის შეუზღუდავი და მას გარკვეული დაზოგვა სჭირდება. მინდა ვთხოვო ჩვენს მოქალაქეებს, როდესაც ისინი ზაფულში აქტიურად ჩაერთვნენ აპლიკაციის ჩამოტვირთვაში Stop.Cov-ით, ჩამოტვირთა 217 000-მა მოქალაქემ და 13 000-ზე მეტმა ადამიანმა გააგზავნა შეტყობინება, საიდანაც 27 ინფიცირებული ადამიანი იყო აღმოჩენილი ჩვენი მხრიდან. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, თუ უფრო მეტად გავაქტიურდებით ამ მიმართულებით და ადამიანურ რესურსებთან ერთად შევძლებთ და თანამედროვე ტექნოლოგიებსაც გამოვიყენებთ იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის დროული იდენტიფიცირება და ინფექციის ჯაჭვის დროული გაწყვეტა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.