მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) ფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა და ფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსს შეხვდება.
კონტინენტის პირველობაზე წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე გაიმართება.
ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.