“ლეპტოპები უკრაინისთვის” ინიციატივის ფარგლებში ჰუმანიტარული დახმარების სახით ევროკავშირში შეგროვებული პირველი ათასი მოწყობილობა უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
“ადამიანებმა მთელი ევროკავშირიდან მიაღწიეს ამას, კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი ძლიერი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. ეს უკრაინაში მძიმედ დაზიანებულ ტერიტორიებს დაეხმარება, რომ კავშირზე დარჩნენ.” – წერს ლაიენი.