ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსის “ნიუ” ვარიანტი ბელგიაში ზრდასრულ ქალს აღმოაჩნდა, რომელიც სამშობლოში ეგვიპტეში თურქეთის გავლით მოგზაურობიდან დაბრუნებიდან დაბრუნდა. მას ვირუსი 11 დღის შემდეგ დაუდასტურდა.
დიაგნოზის დროს პაციენტს მაღალი ვირუსული დატვირთვა დაუფიქსირდა. პაციენტი ვაქცინირებული არ არის, ასევე არ აქვს ვირუსი გადატანილი.
კორონავირუსის ახალი შტამის, B.1.1.529-ის აღმოჩენის გამო სამხრეთ აფრიკასთან ავიამიმოსვლას კიდევ რამდენიმე ქვეყანა აჩერებს.