ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჰანს კლუგეს განცხადებით, ევროპაში კორონავირუსით ყოველ 17 წამში ერთი ადამიანი იღუპება.
ამავე ინფორმაციით, ბოლო 2 კვირის განმავლობაში, COVID-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 18% -ით გაიზარდა. გასულ კვირას ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების 29 000 შემთხვევა დადასტურდა.
“მხარს ვუჭერ პოზიციას, რომ “ლოკდაუნი” უკანასკნელი ზომაა. ნიღბის გამოყენება არ არის პანაცეა, მაგრამ სხვა ზომებთან ერთად, თუ ნიღბის ტარების 95% -ს მივაღწევთ , “ლოკდაუნები” აღარ იქნება საჭირო”,- განაცხადა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასულ კვირას მსოფლიოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების შემთხვევების 46% ევროპაზე მოდის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შემთხვევების ყველაზე მკვეთრი, 30 %-იანი ზრდა ავსტრიაში დაფიქსირდა, ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობით კი (129 დაღუპული ყოველ 100 000 მოსახლეზე) მსოფლიოში ბელგია ლიდერობს.