“დიდი გულისტკივილით შევიტყვე ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრებისა და კოლეგების ღრმა მწუხარებას”, – ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ტვ პირველის ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.
მისი თქმით, მისი ცემის მიზეზი ის გახდა, რომ აშუქებდა ძალადობას.
“ბ-ნი ლექსო ლაშქარავა სასტიკად იყო ნაცემი, რადგან ის აშუქებდა ძალადობას, რომელიც თბილისში 5 ივლისს, პრაიდის მოვლენების გარშემო ხდებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ველოდებით მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიების შედეგებს, ნება მომეცით კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ევროკავშირი მკაცრად გმობს ძალადობას და მტკიცედ და ურყევად მხარს უჭერს მედიისა და შეკრების თავისუფლებას”, — წერს ჰარცელი ტვიტერზე.