უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მოსკოვსა და მინსკს შორის, ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ შეთანხმებას გამოეხმაურა.
ბორელის თქმით, ბელარუსს შეუძლია, არ დაუშვას მის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განთავსება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი დამატებითი სანქციებით გასცემს პასუხს.