სალომე ზურაბიშვილი მიმართვას აანონსებს. პრეზიდენტი დღეს, საღამოს 21 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან განცხადებას გააკეთებს.
ამ ეტაპზე თემა არ კონკრეტდება, თუმცა ის სავარაუდოდ ბოლო დღეების მოვლენებს შეეხება. პრეზიდენტი დიდი ალბათობით მისი იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასაც გამოეხმაურება.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდამჭერ ევროპულ ტურნეზე საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა, თუმცა ზურაბიშვილი გერმანიაში, ბრიუსელსა და საფრანგეთში მაინც გაემგზავრა და შეხვედრები გამართა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერთან, ემანუელ მაკრონთან და შარლ მიშელთან.