დღეს ღამით ცაზე გიგანტური მთვარე გამოჩნდება.
ეს იქნება წლის ყველაზე დიდი სავსე მთვარე – ე.წ სუპერ მთვარე. ასე რომ, თუ ძილთან დაკავშირებული პრობლემები შეგაწუხებთ, არ გაგიკვირდეთ. მთვარე დედამიწის გარშემო ელიფსურ ორბიტაში მოძრაობს,ამიტომაც მთვარე ზოგჯერ უფრო ახლოს, ზოგჯერ კი უფრო შორს არის ჩვენი პლანეტადან. 8 აპრილს დედამიწასა და მთვარეს შორის დაშორება 357 000 კილომეტრია, აქედან გამომდინარე მთვარე დღეს ჩვეულებრივზე მეტად კაშკაშა იქნება.