ქართული თეატრის დღეს საფუძველი 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლი გიორგი ერისთავის “გაყრა” დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში.
ქართული სასცენო ხელოვნების ახალი, ძლიერ ნაყოფიერი პერიოდი კი 1879 წელს დაიწყო, როდესაც თბილისში მოწინავე საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ხელმძღვანელობით ქართული პროფესიული დრამატული თეატრის გახსნას მიაღწია.
ერთი წლის შემდეგ დრამატული თეატრი ქუთაისშიც გაიხსნა. დღეისათვის კი საქართველოში სულ 48 თეატრია.