დღეს, შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებსა და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები გამოიწვიოს. მათივე ცნობით, მთიან ზონებში ძლიერმა ნალექმა შესაძლოა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებაც გამოიწვიოს.