დღეს, 7 თებერვალს 21:00 საათიანი „კურიერის“ დასრულებისთანავე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში დიტო ცინცაძის ფილმის „შინდისის“ სატელევიზიო პრემიერმა შედგება.
ამბავი აგვისტოს ომის დროს რუსულ არმიასთან მებრძოლ 22 ჯარისკაცზე და სოფლის მაცხოვრებლების თავდადებაზე გვიყვება.
„შინდისმა” არაერთი ჯილდო მოიპოვა, მათ შორისაა ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი და ჰოლივუდში აზიური ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდო.
2019 წელს „შინდისი” წარდგენილი იყო ოსკარზე, საერთაშორისო ფილმების კატეგორიაში.