LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დღეს ჟურნალისტობა გამბედაობას მოითხოვს, მათზე თავდასხმა დაუშვებელია და სახიფათო – კელი დეგნანი

დაპოსტა 2021/03/12-ში
2.1k
ნახვა
გაზიარება
აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია ფორმულაში სტუმრობისას ბოლო დროს საქართველოში მედიის მდგომარეობაზე რამდენიმე კითხვას უპასუხა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული თავდასხმები დაგმო.

დეგნანმა ქართული დემოკრატიის მშენებლობისთვის თავისუფალი მედიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო, ისევე როგორც შეერთებული შტატები, მხარს უჭერს მედიის თავისუფლებას და ხელს უწყობს ქვეყანაში ძლიერი პროფესიული მედიის შექმნას.

“თავდასხმები ჟურნალისტზე ნებისმიერ დროს სრულიად დაუშვებელია და ძალიან სამწუხაროა, როცა ვხედავთ რომ ეს ხდება საქართველოში. შეერთებული შტატები უკვე ბევრი წელია საქართველოში მედიის თავისუფლების ძლიერი მხარდამჭერია. ჩვენ ორ მილიონზე მეტი გვაქვს გამოყოფილი მედიის თავისუფლების მხარდაჭერის, მედია-განათლების, გაცვლითი პროგრამებისთვის. და ეს ყველაფერი საიმისოდ, რომ შევქმნათ ძლიერი პროფესიული მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის”, – განაცხადა დეგნანმა.

ელჩმა ჟურნალისტების დაცვის საკანონდმებლო მექანიზმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც წყაროების დაცვას და ჟურნალისტების მხრიდან დაშინებისა და ძალადობის მუქარის გარეშე საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ელჩის თქმით, ასეთი მექანიზმები მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირების და მის მიმართ მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფისთვის.

“დღეს ვხედავთ თუ რამხელა გამბედაობას მოითხოვს ჟურნალისტობა მთელს მსოფლიოში, მათ შორის აქაც – საქართველოში: როგორც ვახოს, სხვებსაც თავს ესხმიან და ემუქრებიან. ეს დაუშვებელია და სახიფათოა დემოკრატიის სტაბილურობისთვის. შეერთებული შტატები აგრძელებს მედიის თავისუფლების ძლიერ მხარდაჭერას.

მოხარული ვარ, რომ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს ჟურნალისტების დაცვის მექანიზმებს, რომ მათ დაიცვან საკუთარი წყაროები, რადგან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია და უზრუნველყოს მთავრობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ.

ეს არის საკვანძო პრინციპი მედიის თავისუფლებისა და დემოკრატიის, რათა ჟურნალისტებს შეეძლოთ პასუხისმგებლიანად საკუთარი საქმის გაკეთება დაშინებისა და ძალადობის მუქარის გარეშე”, – განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოში მედიის თავისუფლების მიმართ.

“მინდა დაგარწმუნოთ, ჩვენ გავაგრძელებთ მედიის თავისუფლების აქტიურ მხარდაჭერას საქართველოში”, – განაცხადა ელჩმა.

ტელეკომპანია ფორმულას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი დღეს, 12 მარტს ეწვია და  ჟურნალისტებსა და არხის ხელმძღვანელობას შეხვდა.

აშშ-ს ელჩმა მხარდაჭერა გამოუცხადა ვახო სანაიას, მის მიმართ განხორციელებული თავდასხმის გამო. მან, ასევე ისაუბრა საქართველოში არსებულ მედიაგარემოზე, მათ შორის TV პირველთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესზე.

ფორმულა აშშ-ის ელჩთან ექსკლუზიურ ინტერვიუს მომდევნო, 17-საათიან გამოშვებაში შემოგთავაზებთ.

გაზიარება856

დაკავშირებული -პოსტები

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
30
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
6
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
161
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
179
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
48
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
34
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
101
მთავარი

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ლიპყინულის, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,...

დაწვრილებითDetails

ვის შეეხება ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა – აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
68
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე განმარტებას ავრცელებს. ხშირად დასმული შეკითხვები: რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს? – საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც...

დაწვრილებითDetails

ლოცვა,რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ

იანვარი 19, 2026
262
მთავარი

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღებას აღნიშნავს. ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. ლოცვა, რომელიც ნათლისღებას უნდა წაიკითხოთ „უფალო იესუ ქრისტე, იყავნ წყალობანი შენნი ნათლულთა ჩემთა ზედა (სახელები), დაიფარენ იგინი...

დაწვრილებითDetails

რა ვითარებაა გზებზე – ბოლო ცნობები სხვადასხვა ლოკაციებიდან

იანვარი 19, 2026
27
მთავარი

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. მათივე ცნობით, ტექნიკური მარილით მუშავდება გზები, იწმინდება როგორც ცენტრალური, ისე მეორეხარისხოვანი ქუჩები. „სამუშაოებში ჩართულია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ათეულობით სპეცმანქანა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».