დღეს ნოდარ ქუმარიტაშვილი 33 წლის გახდებოდა. ქართველი სპორტსმენი 2010 წლის 12 თებერვალს ვანკუვერში გარდაიცვალა.
ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილმა უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143,3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა ტრასის ბორტს შეეჯახა. 20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი ოლიმპიელის სახელი ეწოდა.