გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი ქალაქ ქუთაისში დაარსდა.
2014 წლის 15 სექტემბერს ლიცეუმს გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელი მიენიჭა და აღნიშნული თარიღი კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დღედ გამოცხადდა.
ლიცეუმი პანსიონური ტიპისაა და კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებით, კვებითა და სასწავლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფს. სწავლება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმისა და დამატებითი სამხედრო პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს. 2015 წლიდან კადეტთა სამხედრო ლიცეუმს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ საშუალო საფეხურზე საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით, მინიჭებული აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი (ავტორიზაცია).
2016 წელს, სასწავლებლის ისტორიაში პირველად, ლიცეუმში გოგონები ჩაირიცხნენ. კადეტები აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ ოლიმპიადებში, სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, სხვადასხვა კონკურსსა და ღონისძიებაში.