ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, “ნაპოლიმ” “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვეს.
ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ და ჩემპიონატში მეორე გოლიც გაიტანა.
“აიაქსის” მთავარმა მწვრთნელმა – ალფრედ შროიდერმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც ხვიჩა კვარაცხელია შეაქო:,,
“ხვიჩას ნაპოლიში გადასვლის შემდეგ ვაკვირდებოდი, აქამდე მასზე ბევრი მსმენია. დღეს ის ფენომენალური იყო, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს და დიდი ფენომენია. სწორედ ამიტომაც მიიღო მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება.”. – ალფრედ შროიდერი.