დღეს, პირველი იანვრის 21:00 საათიდან გარეთ გასვლა ისევ აკრძალული იქნება და მოქალაქეები გადაადგილების შემთხვევაში დაჯარიმდებიან. შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით საღმოს ცხრა საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება აკრძალულია.
აქვე გეტყვით, რომ გადაადგილებაზე შეზღუდვა გამონაკლისის სახით, ერთი ღამით, 31 დეკემბერს მოიხსნა. იგივე გამონაკლისი იმოქმედებს 6 იანვრის ღამესაც.