დღეიდან, როდესაც „კომენდანტის საათი“ დაიწყება საახალწლო განათებები ნაძვის ხის გარდა, ჩაქრება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისის განათებაზე 700 000 ლარია დახარჯული.
„ეს არის ახალი ნაძვის ხისთვის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა. გარდა ამისა, ხეებზე დახვეულ ე.წ. სტრინგებს რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი ამ თანხით არის შეძენილი,“- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, მისი თქმით, დედაქალაქში სამი კონცერტი, 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართა.
„ჩვენ 3 კონცერტი გვექნება. 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს. რა თქმა უნდა, ეს არის მხარდაჭერითი ღონისძიებები იმისთვის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენი ესტრადის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მიიღონ ანაზღაურება. პანდემიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს მომღერლებს სერიოზული ზიანი მიაყენა.
რაც შეეხება საახალწლო კონცერტებს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, ესეც გადაიცემა პირდაპირ ეთერში, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სხვადასხა ესტრადის ვარსკვლავებს მოუსმინოს,“- განაცხადა კახა კალაძემ.