LIVE TV
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დროულია – ირაკლი კობახიძე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ახალი ინიციატივის შესახებ

დაპოსტა 2026/02/04-ში
145
ნახვა
გაზიარება

კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული. თუ ამ კუთხით პრობლემებია, რა თქმა უნდა, კანონმა უნდა დაარეგულიროს – მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“.

კობახიძის შეფასებით, „სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში იქნება“.

პრემიერის თქმითვე, კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში ყველა აღიარებს, „უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები, რათა სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა“.

„ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული. ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი. დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს. კონსტიტუციური პრინციპები და წყობილება ყველამ უნდა აღიაროს. თუ არის ამ კუთხით პრობლემები, რა თქმა უნდა, კანონმა უნდა დაარეგულიროს. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა. იმედი მაქვს, პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონპროექტის მიღებას.

რა თქმა უნდა, ზღვარი უნდა იყოს დაცული. ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, აქ ზღვარი სათანადოდ არის დაცული. ერთია, გამოხატვის თავისუფლება და მეორეა, კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი. ბუნებრივია, სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად იქნება ასეთ რეჟიმში, საბოტაჟის რეჟიმში. ამიტომ, ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც ჩამოყალიბებულია. თან ყველა ვხედავთ, რომ ამ კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში, ყველა აღიარებს, უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები, რათა სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი. ჩვენს საზოგადოებას აქვს, უპირველესად, საპირისპირო ინტერესი, რომ დამშვიდდეს ეს ქვეყანა. ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენს დემოკრატიულ სისტემას, ჩვენს კონსტიტუციურ წესრიგს. ამ პრინციპს ეფუძნება ის კანონპროექტი, რომელიც დაინიცირდა“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება58

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თებერვალი 17, 2026
2.7k
მთავარი

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილვლები ამბობენ ავტომობილი შუა ხნის ქალს დაეჯახა. მათივე თქმით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა....

დაწვრილებითDetails

ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იყო

თებერვალი 17, 2026
87
მთავარი

ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი , - ამის შესახებ ყოფილმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა. ლევან დავითაშვილის თქმით, განიხილეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში საქართველოს სტაბილური გაზმომარაგება. „ალბათ,...

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

თებერვალი 17, 2026
920
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის...

დაწვრილებითDetails

კრიმინალური ავტორიტეტი ჯუმათა, ოზურგეთში, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს

თებერვალი 17, 2026
1k
მთავარი

ოზურგეთში ტეორორისტული აქტი განხორციელდა – 55 წლის მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს - ინფორმაციას "გურიის მოამბე" ავრცელებს. როგორც ადგილიდან გვატყობინებენ. ამ წუთებში ტერორისტული აქტი განხორციელდა ოზურგეთში. 55 წლის ზვიად ჯინჭარაძის (მეტსახელად...

დაწვრილებითDetails

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თებერვალი 17, 2026
108
მთავარი

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადა იყო მობილიზებული.   ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელებია.   საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

დაწვრილებითDetails

ბრალდება სრულიად მიუღებელია – ნინო ქადაგიძე-ჟვანია

თებერვალი 17, 2026
212
მთავარი

უბედურება, რაც მოხდა, ტრაგედიაა ჩვენთვის. მეორე - ადამიანს, რომელმაც არ იცოდა, დააბრალო და ასეთი ბრალდება წაუყენო, ეს კიდევ მეორე ტრაგედიაა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თებერვალი 17, 2026
43
მთავარი

🔉 კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში‼️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ℹ️ 13 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, სააგენტომ 19 ობიექტში ჩაატარა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.შედეგად, 7 ობიექტზე გამოვლინდა...

დაწვრილებითDetails

მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი – რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას დედა

თებერვალი 17, 2026
92
მთავარი

ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა, - ასე ეხმაურება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 17, 2026
579
მთავარი

18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ძებნა გამოცხადდა

თებერვალი 17, 2026
144
მთავარი

საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის, ბესარიონ(ბუსა) ჟვანიას მიმართ ძებნას გამოაცხადებს. როგორც თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროკურატურა ბრალდებულ...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».