“მოკლედ, რა იქნება ამის შემდეგ: ამერიკული სანქციების გვერდის ავლა ქვეყნის საბანკო სისტემის მიერ იწვევს გარდაუვალ და უფრო მძიმე სანქციებს. ეს სანქციები უკვე შეეხებათ არა მხოლოდ ფარცხალაძისნაირ რუსეთის აგენტებს, არამედ, მთლიანად საბანკო სისტემას, ბიზნესს, რიგით მოქალაქეებს.
ის რომ ევროკავშრის სტატუსი ცხვირწინ გამოგვაცალეს არ ეყოთ და ახლა იზოლირებულ და დასანქცირებულ ქვეყნად უნდათ რომ გვაქციონ!
ნათია თურნავა ხარ თუ ვინც ხართ მანდ საქართველოს ეროვნული ბანკი – დროზე გააუქმეთ ეგ სამარცხვინო ბრძანება სანამ მოთმინება გვყოფნის რუსეთის აგენტებს გადაგაყოლებინებთ ახლა ზუსტად ამ ქვეყანას და ჩვენი შვილების მომავალს! სამარცხვინოებო თქვენ!” | წერს საზოგადოებრივი მოძრაობის “ევროპული ორბიტა” დამფუძნებელი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია
ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუნდაც ტექნიკური ან სამართლებრივი აღქმულია პოლიტიზირებულად-თურნავა
"ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუნდაც ტექნიკური ან სამართლებრივ საკითხებით ნაკარნახევი, აღქმულია პოლიტიზირებულად, ეს აღქმების გამო ხდება, აღქმების ამბავი იყო ისიც, რის გამოც ახლა ჩვენ ახსნა-განმარტებების მიცემა გვიწევს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ მთავარი...