ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ავრცელებს:
,,მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის , რომ დრიფტის ჩემპიონატს ხონში ტრადიციული სახე და შინაარსი ჰქონოდა.
მიუხედავად ბევრი სირთულისა, წელსაც ვგეგმავდით, ვემზადებოდით , რომ ღირსეულად გვემასპინძლა ჩემპიონატისთვის .
სამწუხაროდ, ძალიან მოკლე დროში ,ქვეყანაში რადიკალურად შეიცვალა ეპიდემიოლოგიური სურათი და მთავრობამ მიიღო რეგულაციები, რომელთა დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია.
14-15 აგვისტოს დაგეგმილი სპორტული ღონისძიება ,,დრიფტი 2021,, წელს ვერ გაიმართება. ხალხმრავალი ღონისძიებები საფრთხე უქმნის ადამიანების სიცოცხლეს.
იმედს ვიტოვებ, რომ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებით. ჯანმრთელობას გისურვებთ!” – წერს ლადო ჯურხაძე სოციალურ ქსელში.