დნიპროში, სამედიცინო დაწესებულებაზე რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანია დაღუპული, ხოლო დაშავებულია 25. ჰოსპიტალიზებულია 19 დაშავებული, რომელთა შორისაა ორი ბავშვი – 3 და 6 წლის. რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დაკარგულად ითვლება სამი მოქალაქე.
დღევანდელი თავდასხმის გამო, დნიპროში 27 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.