კახა ჩხეტიანმა “ტორპედო” დატოვა. მან თბილისის “დაინამო”-ში გადაინაცვლა. მწვრთნელის ამ გადაწყვეტილებას ფანების არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. ფესიბუქ პოსტში უმეტესობა მას ულოცავს ახალ ნაბიჯს კარიერაში , ნაწილი კი წყენას გამოთქვამს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო:
“ამ კაცმა ყველაფერი მისცა გუნდს! ყველა და ყველაფერი ებრძოდა და მაინც ბოლომდე გუნდში დარჩა! მადლობა ჩხეტო! წარმატებები ნებისმიერ გუნდში!”
“დინიმოში არ უნდა გადასულიყავი დანარჩენი გეპატიება”
“დინამოში მაინც არ უნდა წასულიყო!”
“ჩხეტო ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის და განსაკუთრებით ამ ბოლო წლისთვის! სადაც არუნდა წახვიდე შენ ჩვენ ისტორიაში ხარ და მუდამ იქნები! მომავალ შეხვედრამდე ტორპედოში???”-წერენ ფანები .
“ტორპედო”-ში უკვე რამდენიმე თვეა კრიზისია. იგი ფეხბურთელების ნაწილმა დატოვა.