კრემლს იმედი აქვს, რომ შინზო აბეს მეკვიდრე მოსკოვსა და ტოკიოს შორის ურთიერთობების განვითარებას განაგრძობს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ შინზო აბე პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. იმედი გვაქვს, მისი მემკვიდრე რუსულ-იაპონური ურთიერთობების განვითარებას განაგრძობს“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, იაპონიის პრემიერ-მინსიტრი შინზო აბე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო თანამდებობიდან გადადგა.