იტუანგოს კაშხალი – 2018 წელს კოლუმბიაში ყველაზე დიდი უბედურება მოხდა, იტუანგოს კაშხალი (ერთ-ერთი უდიდესი კაშხმსოფლიოში) ჩამოინგრაალი , რომელმაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კაშხალი მშენებლობის ბოლო ეტაპზე იყო, როდესაც იმ გვირაბის გაწმენდა გადაწყვიტეს, რომელიც ჰესის მუშაობას ხელს უშლიდა, სწორედ ამ დროს წყლის დიდი ნაკადი წამოვიდა, რამაც მასიური დატბორვა გამოიწვია. კატასტროფამ 120 000 ზე მეტი ადამიანი დააზარალა და უსახლკაროდ დატოვა .
ბანკიაოს კაშხალი – ჩინეთში 1975 წლის აგვისტოში წყალდიდობის შედეგად ბანკიაოს უდიდესი კაშხალი ჩამოიშალა, რომელმაც 10,15 მილიონი ადამიანი დააზარალა და 12,000 კვადრატული კილომეტრის მიმდებარე (ან 3 მილიონი ჰექტარი) 30 ქალაქი დატბორა. სავარაუდოდ დაიღუპა ათობით ათასიდან 240 000-მდე ადამიანი.
საიაო-შუშენსკაიას კაშხალი – 2009 წლის 17 აგვისტოს დილით, სამხრეთ ციმბირში, საიანო-შუშენსკაიას ჰიდროელექტროსადგურში ტურბინმა იფეთქა, რის შედეგადაც ოთახში ქვები, ლითონის ნატეხები და ყინულოვანი წყლის წყალდიდობა მოვარდა. დარბაზის ჭერი ჩამოინგრა, ხალხი კი, წყლის ქვეშ ჩააგდო. საბოლოოდ, 75 ადამიანი დაიღუპა და ასობით ათასი ადამიანი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.
ბოლდუინ ჰილსის კაშხალი – კატასტროფა 1963 წლის14 დეკემბერს, ბოლდუინ ჰილსის სამხრეთ ლოს-ანჯელესის სამეზობლოში მოხდა. წყლის დიდი ნაკადის გაჟონვის შედეგად აღმოსავლეთ ნაწილი და მის მიმდებარე საცხოვრებელი უბნები სრულად დაიტბორა. სამი საათის შემდეგ კაშხალი ჩამოინგრა. შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 277 სახლი კი განადგურდა.
ოროვილის კაშხალი – ყველაზე მაღალი კაშხალია აშშ-ში და ემსახურება ძირითადად წყალმომარაგებას, ჰიდროელექტროენერგიის წარმოებას და წყალდიდობის კონტროლს. 2017 წლის თებერვალში ოროვილის კაშხლი დაზიანდა, რამაც 180,000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოიწვია, რადგან მიმდებარე ტერიტორია სრულად დაიტბორა.
ვაჟონტის კაშხალი – 1963 წლის 9 ოქტომბერს, 22 საათსა და 39 წუთზე, გონტე ტოკის მწვერვალთან, კლდე ჩამოიშალა და იგი ვაჟონტის კაშხლის წყალსაცავში ჩავარდ, რის შედეგადაც წარმოქმნა უზარმაზარი ტალღა, მინიმუმ 50 მილიონი კუბური მეტრი წყალი. კაშხალს, რომელიც დასრულდა 1959 წელს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო იმ დროს მსოფლიოში, სერიოზული ზიანი არ მიადგა, თუმცა წყალდიდობამ ხეობაში რამდენიმე სოფელი გაანადგურა და თითქმის 2000 ადამიანი იმსხვერპლა. კაშხლის ქვემოთ მდებარე უდიდესი სოფელი ლონგარონეს მოსახლეობის მესამედი დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2017 წელს ,,შუახევის ჰესი” ჩამოიშალა, რომელიც იმავე კომპანიის აშენებულია, რომელიც ამჟამად ნამოხვან ჰესს აშენებს.
-
შუახევის ჰესი- ჰესის სამიდან ორი გვირაბი 2017 წლის აგვისტოში რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა მას შემდეგ, რაც კაშხალი და გვირაბები წყლით შეავსეს. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“-ში აცხადებენ, რომ მეორე გვირაბში ორ ადგილას, მესამეში კი ექვს ადგილას ქანები ნაწილობრივ ჩამოიშალა. როგორც კომპანიის მშენებელი ინჟინერი გიორგი ნიკოლიშვილი ამბობს:
„ხუთი კლასის გეოლოგიად იყო დაყოფილი და შესაბამისი ხუთი ტიპის გამაგრება იყო შერჩეული გვირაბებისთვის. მაგრამ როგორც კვლევებიდან ირკვევა, არადამახასიათებელი გეოლოგიური მდგომარეობის გამო, გარკვეულ ადგილებზე განსაზღვრა საწყის ეტაპზე ჩატარებული კვლევებით თითქმის შეუძლებელი იყო. სწორედ არადამახასიათებელმა გეოლოგიურმა პირობებმა შექმნა ვითარება, რომ ის გამაგრების ტიპი, რაც ჩვენ გვქონდა კონკრეტულ ადგილზე შერჩეული გვირაბისთვის, არ გამოდგა საკმარისი. ეს ნიშნავს, რომ გეოლოგიურმა ქანებმა ისეთი თვისებები გამოავლინა, რაც არ იყო პროგნოზირებადი.“
ვიდეო, სადაც ჩანს ჩამოშლილი კაშხლები და ასევე წყლის გაჟონვის შედეგად გამოწვეული კატასტროფები :