დიდი ჰესების მშენებლობა უნდა აიკრძალოს – ასეთი იყო აქციის მთავარი ლოზუნგი, რომელიც ნამოხვან ჰესის და ზოგადად, დასახლებულ პუნქტებში დიდი ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება.
აქციის მონაწილეები თვლიან , რომ ნამოხვან ჰესი , რომლის მშენებლობა კომუნისტებმაც კი ვერ გაბედეს არა მხოლოდ კლიმატურ ცვლილებებს გამოიწვევს , იგი უდიდესი საფრთხეა ნახევარი მილიონზე მეტი ადამიანისათვის ქუთაისისა და მიმდებარე რაიონებში. საომარი მოქმედების , საჰაერო დაბომბვის, დივერსიის, მიწისძვრის და სხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში იგი სრულად გაანადგურებს ქუთაისს და მიმდებარე რაიონებს ისე, რომ ევაკუაცია რეალურ დროში ვერ მოხერხდება.
ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოსული ადამიანები ასევე ფიქრობენ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მათ მშენებლობის შეჩერება უნდა შეძლონ და რომ ჰესის მშენებლობა მტრისათვის გაკეთებული საქმეა.
ასევე განმარტეს, რომ ვერც 7 ბალიან მიწისძვრაზე გათვლილი ნაგებობა და ვერც მეღვინეებისათვის გადახდილი კომპენსაცია იმ ზარალის საპირწონედ ვერ გამოდგება, რაც ქვეყანას და საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეს ემუქრება მათ, შორის სიცოცხლის მოსპობით.
მეგა ტვ-ს გადამღები ჯგუფი ადგილზე მუშაობს.