”ქუთაისში ელექტროენეეგრის მოხმარების მკვეთრი მოხმარება დაფიქსირდა. ჩვენი დათვლებით 30%-ით არის მომატებული ელექტროენერგიის ხარჯი. ენერგო პრო ჯორჯიას სამსახური ყველა შეტყობინებაზე დროულად გავიდა. ამ დრომდე მიმდინარეობს ქალაქში, კონკრეტულად ავტოქარხნის დასახლებაში აღდგენითი სამუშაოები. ქუთაისის ტექნიკური მომსახურების სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული და ვფიქრობთ, დღის ბოლომდე ყველა აბონენტი მიიღებს ელექტროენერგიას. ქალაქში დაახლოებუთ მოსახლეობის 4%-ია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი.
დიდთოვობის გამო პრობლემები შეიქმნა ხარაგაულში, თერჯოლაში, ზესტაფონში, ხონში. ყველგან მიმდინრეობს მუშაობა. აბონენტების ნაწილს უკვე მიეწოდება ძაბვა და დანარჩენებიც დღის ბოლომდე მიიღებენ.
გათიშვების უმეტესი ნაწილი რეგიონებში გამოწვეული იყო დიდთოვლობის გამო. მოტეხილი ტოტები ეცემოდა ელექტრო ხაზებს, რაც კომპანიისგან დამოუკიდებელი ხარვეზია.
რაც შეეხება ქუთაისს, აქ მოხმარების მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია ხაზების გადატვირთვა და ხდებოდა მცირე გამორთვები, რაზეც ჩვენ მაქსიმალურად ოპერატიულად ვახდენდით რეაგირებას.” – აცხადებენ ენერგო პრო ჯორჯიაში.