ჩინეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პეკინში, კორონავირუსის “დელტა” შტამის გავრცელების გამო კარანტინი გამკაცრდება. ინფორმაციას France24 ავრცელებს.
დღეს ჩინეთში COVID-19-ის 55 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო პეკინმა ტურისტებს ქალაქში შესვლა აუკრძალა. გამონაკლისს მხოლოდ ის უცხოელები წარმოადგენენ, ვისაც პი-სი-არ ტესტის უარყოფითი პასუხი აქვს.
ამასთან, ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, პეკინი არ დატოვოს.