დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელიც 5 ივლისს, პარლამენტის წინ შეკრებილე მრევლს ძალადობისკენ მოუწოდებდა, გამოკითხვაზე იმყოფება.
სასულიერო პირი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა.
ადვოკატ ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, ძალადობისკენ მოწოდებას ადგილი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, 5 ივლისს, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა რუსთაველის გამზირზე აგრესიულ ჯგუფებს ძალადობისკენ მოუწოდა.
“არა ძალადობას” კი არა, ვალდებულები ხართ იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!” – ამბობდა დეკანოზი სპირიდონ ცქიფურიშვილი.









