დევნილებს წყალტუბოში მთავრობამ კომუნალურები არ გადაუხადა – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრა გიორგი კანდელაკმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ვიღააცას ვისაც აქვს მაღაკუ შემოსავალი, კარგი ტექნიკა აქვს სახლში, მარტო ცხოვრობს, იმათ გადაუხადეს კომუნალური, მაგრამ მათ ვინც გაჭირვებულია, დიდი ოჯახები აქვთ და ვერ ჩაეტივნენ ამ ლიმიტებში, მაგალიტად, წყალტუბოში კომპაქტურად მცხოვრები დევნილები, რომლებმაც ჩვენი კოლეგის დახმარებით მოგვაწვდინეს ხმა, ისინი ვერ ჩაეტივნენ ლიმიტებში, მით უმეტეს იქ გაზი არ არის, მხოლოდ ელექტროენერგიაა, იმათ არ გადაუხადეს. და რომ გკითხოთ, შემოსავლის მიხედვით რომ მომხდარიყო კომუნალური ვაუჩერის გაცემა? პრემიერისთვის რომ გვეკითხა, ეს პოპულიზმი იქნებოდა?”- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.