სამართალდამცველებმა დედოფლისწყაროდან დაკარგული ორივე მოზარდი თბილისში იპოვეს. ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნები სახლიდან 27 ივლისს გავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან. ბავშვებმა განაცხადეს, რომ თბილისში გეგმავდნენ წასვლას და შესაბამისად, მათი სამძებრო სამუშაოები კახეთის გარდა, თბილისშიც მიმდინარეობდა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს