მოდელი, თაკო ნატროშვილი, რომელიც ემიგრაციაშია, პირად ტრაგედიაზე საუბრობს. მისი თქმით, მან საკუთარი დედა უკანასკნელ გზაზე ვერ გააცილა.
„დედა ერთი წელი ავადმყოფობდა, ვფიქრობ ძალიან განიცდიდა ჩემს მონატრებას, ძნელია იმ აზრთან შეგუება, რომ დედა უკანასკნელ გზაზე ვერ გავაცილე. ყველაფერმა ხელი შემიშალა, რომ მასთან ბოლო ხანებში ახლოს ვყოფილიყავი. კახიზე ძალიან ბევრს ნერვიულობდა და ძალიან უყვარდა. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარე, მაგრამ ისევ ჩემმა ოჯახმა, მეუღლემ და ბავშვებმა გადამატანინეს.
თაკო გერმანიაში შვილის კახის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება.