ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის დედათა მონასტრის მონაზონი სოსანა კოვიდ-19-ით გარდაიცვალა. ინფორმაცია ეპარქიამ 17 აგვისტოს გაავრცელა.
18 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 49 პაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში 56 878 ტესტი ჩატარდა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიურია – 10,4%, ბოლო 14 დღის – 10,71%, ბოლო 7 დღის – 11,09%.