“ჩემი სოლიდარობა ბუბა ჩივაძეს.” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს მენეჯერი ნანი თოშხუა წერს.
“ძალოვანების და ზოგადად, ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირება, სისუსტის და არა ძლიერი და სამართლიანი პოზიციების მანიშნებელია.
,,რის საფუძველზე მიზღუდავთ გადაადგილების უფლებას” _ ეს იყო მთავარი კითხვა, რომელიც ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახურის წარმომადგენელს დაუსვა და პასუხი არ სჩანს ისე, როგორც ამ დრომდე არ ვრცელდება შსს-ს პასუხი, თუ რა მუხლით დააკავეს ჟურნალისტი.
ის, რომ ბუბას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, დამატებითი ტრაგედიაა. ამასაც ხომ უნდა მოხერხება
და მაინც, ვისგან იცავთ მერიას?
ორეგონოს შტატის გუბერნატორმა, ჯერ კიდევ, 2009 წელს გვითხრა, რომ ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეთა იზოლირება არ ხდებოდა, დაცვაში ზედმეტ თანხას არ ხარჯავდნენ და ამომრჩეველს ნებისმიერ დროს ჰქონდა მასთან შეუზღუდავი ვიზიტის შესაძლებლობა, რომლის ორგანიზებასაც მდივანი ახდენდა.” – წერს ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს მენეჯერი.
ცნობისთვის ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე დღეს მერიაში დააკავეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.