შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმცაიით, რაგბის კავშირში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება ორი, 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირში სროლა იყო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გასროლა სავარაუდოდ, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ბესელიამ განახორციელა. მერაბ ბესელია, ამ დრომდე, დაკავებული არ არის.