რუსთავში დაჭრილი საკრებულოს დეპტუტატს ენმ-დან, გიორგი მღებრიშვილს, ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება. მას ნაკვეთი ჭრილობა ბარძაყის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც მღებრიშვილის ახლობლები და თვითმხილველები ამბობენ, ის “ქართული ოცნების” აქტივისტმა, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ პოლიტიკურ ნიადაგზე დაჭრა. მათი თქმით, სავარაუდო დამნაშავე, აგრესიულობით გამოირჩეოდა, კამათი კი, კორპუსის თავმჯდომარის კანდიდატურას მოჰყვა. თვითმხილველების თქმით, “ქართული ონცების” აქტივისტს, კორპუსის თავმჯდომარედ მმართველი გუნდის მხარდამჭერი სურდა.
სამართალდამცველები მედიასთან დეტალებზე არ საუბრობენ. შემთხვევის ადგილზე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებები, იქ ექსპერტ-კრიმინალიტები მუშაობდნენ.
ექიმის თქმით, გიორგი მღებრიშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.