ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 29 კონტაქტიდან „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 1 011 ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსი 61 წლის ქალს ორი დღის წინ დაუდასტურდა.