იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. პრობლემებია სამტრედიის, წყალტუბოს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, ეზოები და სათბურები.
მოსახლეობის თქმით, ზარალი დიდია, პრობლემა გაუწმინდავმა არხებმა გამოიწვია, არაერთხელ ითხოვეს დახმარება, თუმცა პრობლემა კვლავ რჩება.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, მოხდება არხების გაწმენდა და ზარალის დათვლა.