LIVE TV
ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დასხდებიან თუ არა ოპოზიციის წევრები ღარიბაშვილთან მოლაპარაკებებზე – როგორია მათი პასუხები

დაპოსტა 2021/03/08-ში
168
ნახვა
გაზიარება

დასხდებიან თუ არა ოპოზიციის წევრები ღარიბაშვილთან მოლაპარაკებებზე – კითხვას ოპოზიციის წევრები პასუხები. ოპოზიციის ნაწილი გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ ეწინააღმდეგება ირაკლი რარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობას, ნაწილი კი თვლის რომ მოლაპარაკაბებეს ხელი არაფერმა უნდა შეუშალოს.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების შემდეგ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის გამართვა რთული იქნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთ დროს ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან უნდა გადადგეს და გამოძიება დაიწყოს.

„ჩვენ გვაქვს ინტერესი, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოლაპარაკებები უნდა ემსახურებოდეს ქვეყანაში ძალიან სწრაფად ვადამდელი არჩევნების დანიშვნას. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ზოგადად, ნორმალურ სახელმწიფოში ასეთი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, პირველ რიგში, გამოძიება დაიწყებოდა და პრემიერ-მინისტრი გადადგებოდა, ხოლო მოლაპარაკებებში სხვა წარმომადგენელი შემოვიდოდა. ამიტომ, ჩვენი პოზიციაა, რომ ამ ვითარებაში ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკება რთული იქნება, თუმცა, ჯერჯერობით არცერთ ფორმატში არც არის წარმოდგენილი. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ფორმატი განხორციელდება, ჩვენთვის მასში მონაწილეობა რთული იქნება იმ კადრებიდან გამომდინარე, რომელიც გავრცელდა. მთავარი ამბავი არის ის, რომ ასეთ შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს და გამოძიება დაიწყოს. არც გამოძიება არის დაწყებული და არც პრემიერს აქვს უფლებამოსილება შეჩერებული, რაც ჩვენთვის მიუღებელია“,-განაცხადა მინაშვილმა.

 

„ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ მივცემთ ხელისუფლებას საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს და ჩვენ დაგვაბრალოს. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები ყველასთან უნდა განხორციელდეს, მათ შორის, მტერთანაც.

მიმაჩნია, სწორი იქნებოდა ასეთ ვითარებაში ირაკლი ღარიბაშვილი არჩილ თალაკვაძით ჩანაცვლებულიყო. ღარიბაშვილი მეორე დღეა ჩუმად არის იმ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რაც გამოქვეყნდა. როგორც მინიმუმ საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ ტყუილია, თუ მართალი პრემიერმა, საზოგადოებას აუხსნას რაშია საქმე“, -აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

 

“არ ვიზიარებ იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აქვს ზოგიერთ ადამიანს – ჩვენ ვესაუბრებოდით თავის დროზე შევარდნაძეს და ასლან აბაშიძეს. ვინც ბოლომდე შეტოპავს ასეთი რეჟიმებიდან, ელით დრამატული ბედი. ჩვენი ამოცანაა, ნაკლებად შევატოპინოთ და მშვიდობიანად ჩამოცილდნენ ხელისუფლებას. ჩემთვის არსებითი არის შედეგი, რომელიც არის ამ ხელისუფლების წასვლა. ამ ამოცანისთვის რაც იქნება საჭირო იმას გავაკეთებთ. ღარიბაშვილს მორალური უფლება არც მანამდე ჰქონდა პოლიტიკაში ყოფნის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ის აკეთებდა წლების განმავლობაში, რაც ნათქვამი აქვს და ჩადენილი აქვს გნებავთ ქვეყნის შიგნით – გნებავთ ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

 

ხაზგასმით მინდა ვთქვა: „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი უნდა განიმუხტოს იმიტომ, რომ ჩვენ პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენი მოქლაქეებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში, ნიკა მელიას, პოლიტიკური პატიმრების გამოშვებაზე და რიგგარეშე არჩევების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებაზე , რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ. რაც შეეხება ღარიბაშვილთან საუბარს, დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყურად იღებს იმ ძალიან მძიმე ფაქტს, რასაც ადგილი ჰქონდა „ტვ პირველის“ სიუჟეტში, ამიტომ მოლაპარაკებებზე მგონი, არ გაუჭირდებათ სხვა ადამიანის გამოშვება. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ რიგგარეშე არჩევნები უმნიშვნელოვანესია, რომელიც არის შარლ მიშელის მიერ დატოვებულ ჩარჩო- შეთანხმებაში, მაგრამ ჩვენი პოზიცია ცალსახაა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც დაპატიმრებულია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

“ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ ყველა კითხვის ნიშნაზე არ იქნება გაცემული პასუხი, ირაკლი ღარიბაშვილის ამ პროცესში მონაწილეობა პროცესისთვის იქნება დამაზიანებელი. “ლელოს” მიაჩნია, რომ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ უნდა გაიმართოს. “ქართულ ოცნებას” მოვუწოდებთ, რომ ღარიბაშვილს და ამ ძალიან საგანგაშო და კრიმინალურ ეპიზოდს მალე გასცენ პასუხი, რომ მოლაპარაკების პროცეს საფრთხე არ დაემუქროს. საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში ღარიბაშვილი მონაწილეობას არცერთ პროცესში არ ღებულობდა. ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლებას წარმოადგენდა საპარლამენტო გუნდი. ამიტომაც თუ “ოცნებას” არ უნდა, რომ დამატებით საფრთხე შეექმნას ამ მოლაპარაკებებს, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია და ხელისუფლება ყოველდღიურად აგრესიულ რიტორიკას უმატებს, ღარიბაშვილი აღარ უნდა გადააქციონ დამატებით „განხეთქილების ვაშლად“ და იმ საკითხად, რომელსაც შეუძლია, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს. რაც შეეხება ბოიკოტთან, ახალ არჩევნებთან დაკავშირებით და იმ მოთხოვნების მიმართებაში, რომელიც ოპოზიციამ ჩამოაყალიბა ჩვენი პოზიცია რჩება ურყევი” , – განაცხადა  “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ.

 

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა მოლაპარაკების შედეგს აზიანებს, არ მიიყვანს სიტუაციას კრიზისის განხმუხტვამდე, უფრო პირიქით.

ამიტომ გვინდა მოვუწოდოთ „ქართულ ოცნებას“, თავი შეიკავოს ამ პროვოკაციული ნაბიჯისგან, რაუნდები – თუ ასეთი იქნება, წარმოდგენილი იყოს სხვა ლიდერებით.

ამასთანავე, ჩვენ, „ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება, რომელმაც კრიზისი უნდა განმუხტოს“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

 

„ყველა პარტია, ვინც ამ ფორმატში ვართ, მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. რაც შეეხება როგორ და რა ფორმატით, ეს ტაქტიკის საკითხია, შეიძლება ვინმეს სხვა პოზიცია ჰქონდეს, მაგრამ არავინ აპირებს, რაიმე საბაბი მისცეს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალოს. ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს, დასახელებულია კონრეტული ვადა 16 მარტი, სადაც უნდა ვნახოთ, რომ ხელისუფლებამ ნაბიჯები გადადგა“,-განაცხადა სამნიძემ.

 

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის ბავშვის დასჯას უკვეთავს.

გაზიარება67

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ამერიკელი არქიტექტორები იმყოფებოდნენ

იანვარი 13, 2026
217
მთავარი

  ,,როგორც ცნობილია, ქუთაისში მთავრობის გადაწყვეტილებით შენდება საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტის სასახლე. არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანიამ „დემარკმა“ პროექტში პარტნიორის სტატუსით ჩართო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სპორტული ინფრასტრუქტურის საპროექტო ორგანიზაცია  Gensler,...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს ღამის 12 საათზე უნდა წაიკითხოთ

იანვარი 13, 2026
13k
მთავარი

13 იანვარს ძველით ახალი წელი აღინიშნება და სტუმრებს ყოველთვის ეპატიჟებიან. ამ დღეს დიდ ყურედღებას აქცევენ მეკვლეობას. ვინ შევა პირველი სახლის ზღუბრლზე. როგორ დალოცავს ოჯახს და ა.შ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ჩვენვე წარმოვთქვათ...

დაწვრილებითDetails

გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

იანვარი 13, 2026
230
მთავარი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის (ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ85-კმ104 მონაკვეთზე (ახალციხე-ვალე), დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება...

დაწვრილებითDetails

სურსათზე მსოფლიო ფასები 4.3%-ით გაიზარდა – FAO

იანვარი 13, 2026
47
მთავარი

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO-ს) მონაცემებით, 2025 წელს სურსათზე გლობალური ფასები 4.3%-ით გაიზარდა, ხოლო დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, 0.6%-ით შემცირდა. ამის შესახებ FAO-ს ყოველთვიურ ანგარიშში წერია. კერძოდ, FAO-ს სასურსათო...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი, მხნედ არის – მის მიმართ მოპყრობა ნორმალურია, ისეთი, როგორიც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულთან მიმართებით – ადვოკატი

იანვარი 13, 2026
97
მთავარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი თავს მხნედ გრძნობს და მის მიმართ დამოკიდებულება არის ნორმალური. როგორც ადვოკატმა რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

იანვარი 13, 2026
174
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული ალეკო ელისაშვილი. მის საქმეზე საგამოძიებო ვადა...

დაწვრილებითDetails

9 თვის მონაცემებით საქართველოში ავარიების შედეგად 345 ადამიანი დაიღუპა

იანვარი 13, 2026
52
მთავარი

საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკა კვლავ საგანგაშო სურათს აჩვენებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით 2025 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში, ქვეყანაში 4 480 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების შედეგად 345...

დაწვრილებითDetails

დასტურდება, რომ ქართველია აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი

იანვარი 13, 2026
258
მთავარი

ატლანტის ოკეანეში აშშ-ის მიერ 7 იანვარს დაკავებულ ტანკერ BELLA 1-ის ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძეა - მეზღვაური ბათუმიდან. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მეზღვაურებმაც დაუდასტურეს. სავარაუდოდ, ტანკერზე კიდევ 5 ქართველია.  აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის – ლაშა ბერეკაშვილი

იანვარი 13, 2026
137
ეკონომიკა

ქუთაისი-ვენის რეისების გაუქმება მნიშვნელოვანი დარტყმაა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისათვის - ამის შესახებ "ახალგაზრდა გიდები ასოციაცის" ხელმძღვანელმა ლაშა ბერეკაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა. „რატომ გამოვიდა ავიაკომპანია ვენიდან? - ეს არის მაღალი სატარიფო პოლიტიკა,...

დაწვრილებითDetails

Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები გააუქმა

იანვარი 13, 2026
101
მთავარი

Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვენის მიმართულებით ფრენები სრულად გააუქმა. უკვე რამდენიმე დღეა, მომხმარებლები უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის ვებგვერდზე აღნიშნული მარშრუტის ბილეთებს ვეღარ ყიდულობენ. კომპანიის ელექტრონული სისტემა ვიზიტორებს ალტერნატიულ მიმართულებად ბრატისლავას...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».