LIVE TV
სამშაბათი, თებერვალი 17, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დასაქმებულმა არ შეიძლება იმუშაოს შესვენების გარეშე, თუ მისი სამუშაო დღის ხანგრძლივობა 4 საათს აღემატება – რას გულისხმობს ახალი კანონპროექტი

დაპოსტა 2019/10/26-ში
283
ნახვა
გაზიარება

დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა ნამუშევარი დროის ყოველდღიური აღრიცხვა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს.

ამის შესახებ კანონპროექტი უკვე პარლამენტშია დარეგისტრირებული.

კერძოდ, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომელიც სამუშაო დროის აღრიცხვას გულისხმობს. შესაბამისად, ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებული იქნება ყოველდღიურად აღრიცხოს დასაქმებულთა ნამუშევარი დრო წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით.

„დამსაქმებელი ვალდებულია ხელფასის გაცემასთან ერთად დასაქმებულს გადასცეს ნამუშევარი საათების აღრიცხვის ყოველთვიური დოკუმენტი. იმ შემთხვევაში თუ დამსაქმებელი არ აღრიცხავს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაო საათებს სასამართლოში ნამუშევარი საათების შესახებ დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, პროექტში გაწერილია სამუშაო დროის ხანგრძლივობის, დასვენებისა და შესვენების დროის საკითხებიც. მათ შორის, კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, დასაქმებულმა სამუშაო დღის განმავლობაში მინიმუმ 45 წუთიანი შესვენებით უნდა ისარგებლოს.

„დასაქმებულმა არ შეიძლება იმუშაოს შესვენების გარეშე, თუ მისი სამუშაო დღის ხანგრძლივობა 4 საათს აღემატება. თუ სამუშაო დროის ხანგრძლივობა 4 საათზე მეტსა და 9 საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება, შესვენების დრო უნდა იყოს წინასწარ წერილობით დადგენილი სულ მცირე 45 წუთი. ხოლო თუ სამუშაო დროს ხანგრძლივობა 9 საათს აღემატება, შესვენების დრო უნდა იყოს სულ მცირე 60 წუთი მაინც. ღამის სამუშაოზე დასაქმებულს, თუ მისი სამუშაო დროის ხანგრძლივობა აღემატება 4 საათს, დამატებით უნდა მიეცეს შესვენების 60 წუთი მაინც,“-აღნიშნულია პროექტში.

თეგები: დასაქმებაკანონიშესვენება
გაზიარება145

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

თებერვალი 17, 2026
1.3k
მთავარი

ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ბალახვანში, წერეთლის ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილვლები ამბობენ ავტომობილი შუა ხნის ქალს დაეჯახა. მათივე თქმით, ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანა....

დაწვრილებითDetails

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

თებერვალი 17, 2026
748
მთავარი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 თებერვალს, 11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში, დიდ დიღომსა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 12:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის...

დაწვრილებითDetails

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თებერვალი 17, 2026
84
მთავარი

მესტიაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ბრიგადა იყო მობილიზებული.   ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიის გადამცემი კაბელებია.   საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

დაწვრილებითDetails

ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

თებერვალი 17, 2026
35
მთავარი

🔉 კრიტიკული შეუსაბამობები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში‼️ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა. ℹ️ 13 თებერვალს, თბილისის მასშტაბით, სააგენტომ 19 ობიექტში ჩაატარა გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება.შედეგად, 7 ობიექტზე გამოვლინდა...

დაწვრილებითDetails

მე დავამტკიცებ, რა იყო ამ მკვლელობის მოტივი – რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას დედა

თებერვალი 17, 2026
78
მთავარი

ბესარიონ ჟვანიას დედამ პირობა მომცა: „თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურას“. საინტერესოა, დღეს რას გვეტყვის მისი დედა, - ასე ეხმაურება მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თებერვალი 17, 2026
546
მთავარი

18 თებერვლის დღის ბოლოდან 19 თებერვლის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-6 ბალამდე შტორმი. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი ისევ გაიზარდა

თებერვალი 16, 2026
279
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე უნცია ოქროს ფასი ისევ იზრდება. ბიზნესპრესნიუსი აქვეყნებს Gold price-ს მონაცემებს, რომლის თანახმად, თბილისის დროით 12:30 საათზე ერთი უნცია 5 006 დოლარი ღირს. ამასთან, 76.84 დოლარი ღირს უნცია ვერცხლი....

დაწვრილებითDetails

ხანძრის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა ცნობილია

თებერვალი 16, 2026
1.6k
მთავარი

თელავში ხანძრის შედეგად დაღუპული 75 წლის ქალი, რუსული ენისა და ლიტეტრატურის სპეციალისტი, ლუდა ბანოვსკაიაა. ქალი სახლში ვაჟთან ერთად ცხოვრობდა, რომელმაც ალმოდებული შენობის დატოვება მოასწრო. შენობა ნაწილობრივ დაიწვა, შიგნით დარჩენილი ქალი კი,...

დაწვრილებითDetails

მეუფე იაკობი ამერიკაში იმყოფება

თებერვალი 16, 2026
105
მთავარი

მეუფე იაკობი სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფება. საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (SANGU) დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სანგუში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის...

დაწვრილებითDetails

“აუცილებელია შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა” – რა შემთხვევაში იქნება დასაშვები 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის იმპორტი

თებერვალი 16, 2026
68
მთავარი

საქართველოში 1 აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია იკრძალება. საკითხის ირგვლივ მოქალაქეების მხრიდან არაერთი კითხვა ისმის, მათ შორის, იმ პირებს, რომლებმაც ახლახანს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».