LIVE TV
ხუთშაბათი, დეკემბერი 11, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

დაპოსტა 2021/01/06-ში
646
ნახვა
გაზიარება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი რაჭის მიმართულებით გაფრინდა.

მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ის ონჭევი-წოლას კერის ქრობას შეუერთდება. რეგიონში აღნიშნული კერის გარდა, დარჩენილია 2 კერა: ჩქუმში ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ხოლო ლაილაშში გრძელდება ხანძრის ქრობა. ამ ლოკაციებზე ცეცხლი ქვედა საფარს უკიდია და მეხანძრე-მაშველები ინდივიდუალური სპეცტექნიკით აგრძელებენ სამუშაოებს.

„სიტუაცია ქვეყნის მასშტაბით ასეთია:

იმერეთში ლიკვიდირებულია ხანძრები წყალტუბოში, სოფელ ზარათში და ხონში, სოფელ ძეძილეთში.

დილის შემდეგ შემოვიდა შეტყობინება ხანძრების შესახებ ხარაგაულში, სოფელ ნადაბურსა და ჭიათურაში, სოფელ ნავარძეთში. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე- მაშველები და მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

აჭარაში, ქედაში, სოფელი ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შემდეგ მოხდა ხანძრის ლიკვიდაცია. დარჩენილია რამდენიმე მცირე მხრჩოლავი კერა და მიმდინარეობს მათი დამუშავება.

სამეგრელოში ლიკვიდირებულია ხანძარი წალენჯიხაში სოფელ ჯაღირაში. სალოკალიზაციო სამუშაოები გრძელდება ჯვარში, სოფელ მუჟავში, წალენჯიხაში, სოფელ სქურში და მარტვილში, სოფელ ბალდაში. სამივე ლოკაციაზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

დილის შემდეგ ხანძრის შესახებ შეტყობინება შემოვიდა აბაშიდან, სოფელ წყემიდან. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს. ადგილზე მობილიზებულია როგორც სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, ასევე, მეხანძრე-მაშველების ქვეითი შემადგენლობა.

შიდა ქართლში, კასპში, რკონის ხეობაში იწვის შერეული ტყის ქვედა საფარი, ბუჩქები და ხეები. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან 11 კილომეტრის დაშორებითაა. მიუხედავად მოყინული და დაზიანებული გზის საფარის, მობილიზებულია შესაბამისი ავტო ტექნიკა, ასევე მეხანძრე-მაშველთა ქვეითი ჯგუფები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს – თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია და მშრალი ამინდი, რაც ხელს უშლის მეხანძრე-მაშველებს ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება258

დაკავშირებული -პოსტები

რომში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

დეკემბერი 10, 2025
338
მთავარი

რომში საცხოვრებელ ბინაზე ქურდობის მცდელობისთვის ორი ქართველი დააკავეს. რომში სამართალდამცველებმა ორი ქართველი მოქალაქე დააკავეს საცხოვრებელ სახლში შეღწევის მცდელობის ბრალდებით. ადგილობრივი მედიის ცნობით, 35 და 42 წლის მამაკაცები მაშინ აიყვანეს, როცა ბინის...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა უცხოური ვალუტის კურსი 11 დეკემბრისთვის

დეკემბერი 10, 2025
62
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6995 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6996 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001...

დაწვრილებითDetails

როგორ შევამოწმოთ, არის თუ არა ვინმე შესული ჩვენს Facebook-ზე და როგორ დავიცვათ ანგარიში

დეკემბერი 10, 2025
44
მთავარი

სოციალურ ქსელში ჩვენი ანგარიშები საკმაოდ დიდ პირად ინფორმაციას იტევს, აქტივობა იქნება ეს, კავშირები თუ მიმოწერები. თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენს ანგარიშზე ვინმე სხვასაც შეიძლება ჰქონდეს წვდომა, ამის შემოწმება მარტივად არის...

დაწვრილებითDetails

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს – კობახიძე

დეკემბერი 10, 2025
83
მთავარი

საქართველო ოკუპირებული აფხაზეთის გავლით რუსეთისკენ ტვირთებს არ გაატარებს - განაცხადა „ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ. საქმე ეხება „ეხო კავკაზას“ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელშიც ტვირთების გადაზიდვისთვის ენგურის...

დაწვრილებითDetails

განადგურებული ბორჯომის ბაზრობის ნაცვლად თანამედროვე სავაჭრო სივრცის აშენება იგეგმება

დეკემბერი 10, 2025
41
მთავარი

მიმდინარე წლის მაისში დამწვარი ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე, რომელიც 15 000 კვ.მ.-ზეა განთავსებული თანამედროვე სტანდარტების სავაჭრო სივრცე აშენდება, სადაც ყველა დაზარალებული შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ამის შესახებ  ბაზრობის მფლობელი კომპანია GRDC Holding-ის...

დაწვრილებითDetails

საოკუპაციო რეჟიმი ენგურის ხიდზე ახალ “საბაჟო ტერმინალს” აშენებს

დეკემბერი 10, 2025
40
მთავარი

ოკუპირებულ სოხუმში პირველად გაამხილეს პროექტის მიზანი, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სპეკულაციის საგანი იყო – “ეხო კავკაზას” ცნობით, ტრანზიტული და ლოჯისტიკის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და “აფხაზეთში მსოფლიოს ხალხთა ასამბლეის...

დაწვრილებითDetails

ვის ჩამოეწერება ჯარიმები – მთავრობის გადაწყვეტილება

დეკემბერი 10, 2025
901
ეკონომიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ ყველა კომპანიას, კონკრეტული დათქმით, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი, ჯამში 1 მლრდ ლარის მოცულობის ჯარიმა ჩამოეწერება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დათქმა...

დაწვრილებითDetails

განათლების სამინისტრო რეფორმის თაობაზე შეხვედრების დაწყებას გეგმავს

დეკემბერი 10, 2025
13
მთავარი

მომავალი კვირიდან, სამინისტროში დავიწყებთ შეხვედრებს თითოეულ უნივერსიტეტთან, სათითაოდ, 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტთან. გვინდა მოვისმინოთ მათი ხედვა, რეფორმის ფარგლებში რა მიმართულებებს თვლიან კლასიკურ მიმართულებებად, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ,...

დაწვრილებითDetails

სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, უგონოდ სისხლდენით ეგდო – როგორია წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელის მდგომარეობა

დეკემბერი 10, 2025
162
მთავარი

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს ლევან კვარაცხელიას ავტომობილი დაეჯახა. ამის შესახბე ინფორმაციას სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის ყოფილი მოადგილე, თამარ ბელქანია  წერს. "გადარჩა! ეს ლევან კვარაცხელიაა, წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელი და არაჩვეულებრივი ადამიანი. რამდენიმე...

დაწვრილებითDetails

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – საია

დეკემბერი 10, 2025
18
მთავარი

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ავტოკრატიულმა სამართალშემოქმედებამ, თავისუფლების არათანაზომიერმა შეზღუდვამ განსაკუთრებული წნეხი იქონია გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაზე, - ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ 2025 წელს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».