LIVE TV
სამშაბათი, აგვისტო 16, 2022
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

+12
megatv.ge
ახალი ამბები
No Result
View All Result
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს – ,,ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების ერთობლივი განცხადება

დაპოსტა 2022/06/30-ში
გაზიარება

დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების, მიხეილ ყაველაშვილის, სოზარ სუბარის და დიმიტრი ხუნდაძის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია.

„როგორც მოგეხსენებათ, უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო, ივანიშვილის წინააღმდეგ არაფორმალური სანქციები კი, როგორც მისივე ადვოკატმა განაცხადდა, 4 მარტიდან ამოქმედდა. შვეიცარიული ბანკი გაუგონარ რამეს აკეთებს და ივანიშვილს კუთვნილ თანხას თვეების მანძილზე არ ურიცხავს. დიდი მიამიტობა იქნებოდა იმის დაჯერება, რომ ბანკი საკუთარ რეპუტაციას ამგვარ გამოუსწორებელ ზიანს პოლიტიკური წნეხის გარეშე აკეთებს.

ეს ნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, კანდიდატის სტატუსით ხორციელდება ზეწოლა მთავრობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, არაფორმალური სანქციით – ბიძინა ივანიშვილზე.

ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების გაოფიციალურებას ეს ძალები ევროპარლამენტის რეზოლუციით შეეცადნენ. თუმცა, საზოგადოების რეაქცია რომ დაინახეს, მიხვდნენ, რომ ოფიციალური სანქციები კონტრპროდუქტიული იქნებოდა და უკან დაიხიეს. სხვა შემთხვევაში, ვინც 308 ევროპარლამენტარის კოორდინაცია მოახერხა, იმას არც ევროკომისიის და ევროპული საბჭოს დოკუმენტებზე გავლენის მოხდენა არ გაუჭირდებოდა.

ისმის მარტივი შეკითხვა – რა უნდათ ბიძინა ივანიშვილისგან? ეს კაცი პოლიტიკაში არ ერევა და რომც ერეოდეს, ვერავინ ამბობს, თეორიულად, ამით რას შეიძლება აფუჭებდეს. ივანიშვილი რომ არაფერს აფუჭებს, სინამდვილეში, ეს მათაც ძალიან კარგად იციან.

რჩება ერთადერთი ლოგიკური ინტერესი ორი ვარიაციით, რაც ამ ძალებს ივანიშვილის მიმართ შეიძლება ამოძრავებდეს: ან უნდათ, რომ ის მისი ნების წინააღმდეგ დააბრუნონ პოლიტიკაში, რათა რუსეთისთვის სანქციები დააწესებინონ და საქართველო მეორე ფრონტად აქციონ, ან უნდათ, მას ამგვარი მითითებები გუნდის ლიდერებისთვის მიაცემინონ.

ყველამ იცის, რომ მთელი გუნდი და მისი ლიდერები ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებულ პატივს სცემენ. ივანიშვილი არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, არამედ გამორჩეული ქველმოქმედიცაა და გარდა ამისა, მან 2012 წელს ქვეყნის ინტერესებისთვის თავი გადადო და სახელმწიფოს მართვის სადავეებს დანაშაულებრივი რეჟიმი ჩამოაცილა. სწორედ ამიტომ, ის ინარჩუნებს განსაკუთრებულ მხარდაჭერას და პატივისცემას როგორც საზოგადოების, ისე გუნდის მხრიდან. შესაბამისად, ცხადია, მას აქვს რესურსი, ნების შემთხვევაში, პოლიტიკაში დაბრუნდეს ან გუნდის გადაწყვეტილებებზე არსებითი გავლენა მოახდინოს.

გარკვეული ძალები ხედავენ, რომ ღარიბაშვილი, კობახიძე და მთელი გუნდი ჯიუტად იცავენ პოზიციებს და არც სანქციებს და არც ომს არ თანხმდებიან. ასეთ დროს, ივანიშვილია ერთადერთი, ვისაც მათი გადარწმუნება და პროცესების სხვა მიმართულებით წარმართვა შეუძლია.

ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების წარმომადგენლებს მსგავსი საუბარი უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთანაც ექნებოდათ. ამ თემაზე მინიშნებები ივანიშვილის ადვოკატმაც გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ არაფორმალური სანქციების მიზეზის ახსნა ივანიშვილს შეუძლია და ამ თემაზე მას სამომავლოდ რაღაც აქვს სათქმელი. ჩვენც დაველოდებით ბიძინა ივანიშვილის განმარტებებს და მანამდე, ამ თემაზე დამატებით ინტერპრეტაციებს მოვერიდებით.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ორი დღის წინ აღნიშნა, არაოფიციალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კვლავაც ძალაშია და მას საკუთარ თანხებზე წვდომას ბანკი დღემდე არ აძლევს.

წარმოგვიდგენია, რამდენად მძიმე შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც, ერთდროულად ევროპული სტრუქტურებისა და შვეიცარიული ბანკის კოორდინაციას ახერხებენ. თუმცა, დარწმუნებული ვართ, ამხელა ზეწოლის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ომისთვის არასოდეს გაიმეტებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში – ნელა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

აგვისტო 16, 2022
25
მთავარი

ყოფილა შემთხვევა, კონფლიქტის შემდეგ საწოლზე წამოვწოლილვარ, ნიკოლოზს გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში. გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და...

დაწვრილებით

მატარებელი სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეჯახა

აგვისტო 16, 2022
261
მთავარი

ბათუმის პორტში სატვირთო მატარებელი სავალი ნაწილიდან გადავიდა და კედელს შეეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შეჯახების შედეგად იქვე მდგომი რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.

დაწვრილებით

თაღლითობა ინტერნეტში – როგორია ახალი სქემა

აგვისტო 16, 2022
15
მთავარი

საქართველოში ინტერნეტთაღლითობა კვლავ გამოწვევად რჩება. თაღლითები ადამიანთა დიდი ჯგუფების შეცდომაში შესაყვანად ქმნიან ახალ სქემებს, რომელთა ამოცნობაც სულ უფრო რთულდება. ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სქემა არის ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმის Mymarket.ge-ის...

დაწვრილებით

ხვიჩა კვარაცხელიას ქართველი მესი უწოდეს

აგვისტო 16, 2022
11
მთავარი

ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლიტანური გუნდის ახალ ძლიერ თავდამსხმელად აღიარა და იტალიური მედია მას ქართველ მესის უწოდებს.   წარმატებული დებიუტი იტალიის სერია "A-ში" - ხვიჩა კვარაცხელიამ "ვერონას" წინააღმდეგ 68 წუთი ითამაშა,...

დაწვრილებით

რამდენ ადამიანს დაუდასტურა კოვიდი საქართველოში

აგვისტო 16, 2022
14
მთავარი

7 აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   მათივე ცნობით, ვირუსისგან...

დაწვრილებით

კვარაცხელიას ჟესტი გოლის გატანის შემდეგ – ნახეთ რას ნიშნავს

აგვისტო 16, 2022
10
მთავარი

ხვიჩა კვარაცხელიამ მსოფლიო გუშინ კიდევ ერთხელ აალაპარაკა. სერია „ა“-ში კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა – იტალიის ჩემპიონატის პირველივე ტურში „ნაპოლის“ ახალწვეულმა „ვერონასთან“ გასვლაზე მოგებულ (5:2) მატჩში გოლი გაიტანა და საგოლე...

დაწვრილებით

„გული გაჩერდა“ – გარდაცვლილი მოცეკვავის მეუღლის ემოციური პოსტი

აგვისტო 16, 2022
16
მთავარი

ცოტა ხნის წინ „სუხიშვილების“ ფეისბუკ-გვერდზე სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ანსამბლის სოლისტი, იაკობ მეტრეველი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა. მისი მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „გული გაჩერდა“, - წერს მანჩო ბარჯაძე და...

დაწვრილებით

ნეაპოლში კიდევ აცხობენ პიცას? ამ საღამოდან მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო – გულშემატკივარი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშის შემდეგ

აგვისტო 16, 2022
30
მთავარი

სერია „ა“-ში ხვიჩა კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში „ნაპოლის“„ვერონასთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა.   ქართველმა ფეხბურთელმა „ვერონას“ ანგარიში გაუთანაბრა, მისი თავური დარტყმის შემდეგ ანგარიში 1-1...

დაწვრილებით

როგორი იქნება ვალუტის კურსი დღეს

აგვისტო 16, 2022
54
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომელიც 16 აგვისტოდან ამოქმედდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.0788-ით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7877 ლარი გახდა....

დაწვრილებით

გარდაიცვალა,,სუხიშვილების” სოლისტი

აგვისტო 16, 2022
31
მთავარი

ანსამბლ ,,სუხიშვილების” სოლისტი იაკობ მეტრეველი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს ანსამბლის ოფიციალური გვერდი ავრცელებს:   ,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი ანსამბლის სოლისტის და გამორჩეული პიროვნების – იაკობ მეტრეველის გარდაცვალების გამო! ვუსამძიმრებთ მის ოჯახს!...

დაწვრილებით
მეტის ნახვა
რეგიონები

იმერეთი “ქართული ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია“-ს შეუერთდა

აგვისტო 6, 2019
86
მთავარი

კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა-ირაკლი კობახიძე

მაისი 24, 2022
16
April 9, 2020, Massy, FRANCE. Room inside the intensive care unit of Hospital Jacques Cartier during the covid-19 epidemic. 
9 avril 2020, Massy (91), France. Chambre au sein du service de reanimation de l hopital prive Jacques Cartier mobilise dans le cadre de la crise covid-19. Cet hopital a aujourd hui une capacite de 51 lits de reanimation dont 38 affectes au covid-19.
მთავარი

იმერეთში კორონავირუსის 82 შემთხვევა გამოვლინდა

ივნისი 12, 2021
16





+12









No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!