ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კაბალში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, „ნივის” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. დაშავებული მიყენებული დაზიანებების შედეგად სასწრაფო დახმრების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.
,,დარტყმის სიმძლავრე იმდენად დიდი იყო, სახიდან სისხლის გასდიდოდა, ხოლო ფეხი გვერდზე მოუგრიხა. სასწრაფოს მოსვლისას უკვე გვამი იყო” – ამბობს, ერთ-ერთი მოქალაქე
მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.