სოფელ ჩუმლაყში მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 30 წლამდე ბიჭს გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
გუშინ, სოფელ ჩუმლაყში სროლის შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა,ხოლო ერთი დაიჭრა. თვითმხილველების თქმით, მომხდარს სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგადაც გასროლის ხმა გაიგეს. საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის მუხლებით მიმდინარეობს.